კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქნესეტის სპიკერმა დაადასტურა, რომ ბაქრაძის ისრაელში ვიზიტი ებრაელი ბიზნესმენების დაპატიმრების გამო გადაიდო

15 მარტი, 2011

ისრაელის ქნესეტის სპიკერმა დაადასტურა, რომ დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადება ებრაელი ბიზნესმენების საქმეს უკავშირდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, "ქნესეტის სპიკერის რევენ რივლინის კანცელარიამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ისრაელში დავით ბაქრაძის ვიზიტის დროებითი გადადების მიზეზი იერუსალიმსა და თბილისს შორის ფუქსის საქმის გამო არსებული უთანხმოება გახდა".

„ბიზნესმენის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ებრაელი ბიზნესმენის წინააღმდეგ ბრალდება უკანონოა და საქართველოს ხელისუფლებამ ფუქსი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ამ კვირაში ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი უნდა შემდგარიყო და იგი ქნესეტს უნდა სწვეოდა. ქნესეტის თავმჯდომარემ რევენ რივლინმა სატელეფონო საუბრისას დავით ბაქრაძეს ვიზიტის დროებით გადადება სთხოვა და აუხსნა, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიზეზების გამო, უკეთესია, ვიზიტი გადაიდოს“.

„გარდა ამისა, რივლინმა განაცხადა, რომ ისრაელის ბევრი მოქალაქე რონი ფუქსის სასამართლო პროცესით უკმაყოფილოა, რაც ვიზიტის გადადების კიდევ ერთი მიზეზი გახდა“, - წერს ებრაული მედია და ინფორმაციის წყაროდ რივლინის პრეს-სამსახურის განცხადებას ასახელებს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები