კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეხვიაშვილების ხუთშვილიანი ოჯახი სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი

16 მარტი, 2011
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში რეხვიაშვილების ხუთშვილიანი ოჯახი სიღატაკის მიუხედევად სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი. ლელიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ნინო კაპანაძის განცხადებით, ოჯახის ერთ-ერთ წევრს პირადობის მოწმობა არ აქვს და დახმარებასაც ამის გამო ვერ იღებენ.

„ძალიან უჭირთ, მაგრამ დახმარება დაახლოებით 7 თვის წინ შეუწყვიტეს და აღარ აძლევენ. ბავშვები სკოლაშიც ვერ დადიან“, - აღნიშნა კაპანაძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილებაში განმარტეს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება მათი ვალდებულება არ არის.

რეხვიაშვილების ოჯახს იურიდიულ დახმარებას „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ გაუწევს. ორგანიზაციის წარმომადგენლის მარინე ზარდიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით სააგენტოდან მათ უკვე გამოითხოვეს მასალები, ხვალ კი სოფელში ჩავლენ და რეხვიაშვილების სოციალურ - ეკომონიკურ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან. „საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება, ჩვენ რეკომენდაციით მივმართავთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ მათი შუამდგომლობის საფუძველზე ოჯახი განმეორებით გადამოწმდეს. ჩვენი იურისტები ოჯახის წევრებს დოკუმენტების მოწესრიგებაშიც დაეხმარებიან“, - აღნიშნა მარინე ზარდიაშვილმა.

პროექტს „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ადვოკატირება კახეთში“ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი „აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები