კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს საქართველოს პირველი ლედის ვიდეოკამერით გადაღება აუკრძალეს

16 მარტი, 2011
ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ნინო კახიაშვილს აუკრძალეს საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის გადაღება 15 მარტს, თბილისის პირველ საჯარო სკოლაში. აქ რულოვსმა ცხოვრების ჯანსაღ წესზე უმცროსი კლასის  მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ჩაატარა. ამასთან, „ნეტგაზეთის“ ცნობით, უცნობმა პირმა, ვიდეოკამერიდან თვითონვე წაშალა რულოვსის ინტერვიუს ის ნაწილი, რომლის ჩაწერაც ნინო კახიაშვილმა მოასწრო.

„სანდრა რულოვსმა მედიასთან საუბარი ჯანსაღი სკოლის მნიშვნელობაზე დაიწყო. ყველა ტელევიზიის კამერასთან ერთად, საქართველოს პირველი ლედის საუბარს „ნეტგაზეთის“ კამერაც იღებდა. თუმცა, მალევე რამდენიმე პირმა  ჯერ პირველი ლედის ახლო ხედით გადაღება აგვიკრძალა, შემდეგ - საერთოდ გადაღება“, - აღნიშნავს კახიაშვილი „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებულ თავის მასალაში.

პირველი ლედის თანმხლებმა პირებმა გადაღების შეწყვეტის მიზეზად ის ფაქტი დაასახელეს, რომ ღონისძიების მოწვეულთა სიაში მხოლოდ ტელევიზიები იყვნენ.  „თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნეტგაზეთს აღნიშნული ღონისძიების შესახებ ანონსი 14 მარტს საღამოს გამოუგზავნა“,- წერს  ჟურნალისტი.

ნინო კახიაშვილი არც იმ კლასში შეუშვეს, სადაც რულოვსი გაკვეთილის ჩასატარებლად შევიდა. მას ვერც იმან უშველა, რომ პირველ საჯარო სკოლაში, ცხოვრების ჯანსაღ წესზე სასაუბროდ, საქართველოს პატრიარქი ილია მეორეც მივიდა.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ხმაურის თავიდან არიდების მიზნით, მას სკოლის დერეფანში გაყოლა სთხოვეს, სადაც პირადობის მოწმობის მონაცემები ჩაიწერეს და გადაღებული ვიდეომასალის წაშლა მოითხოვეს.

„ეს ვიდეო აქ არ უნდა დარჩეს. თუ დაგჭირდათ ეს მასალა, სხვა ტელევიზიები მოგცემენ, რა პრობლემაა, ან თქვენ თვითონ გადმოწერეთ“, - მოჰყავს ჟურნალისტს პირველი ლედის ერთ-ერთი თანმხლების, 30-35 წლის მამაკაცის სიტყვები.

ნინო კახიაშვილმა media.ge-სთან საუბარში დააკონკრეტა, რომ უცნობი პირი - სავარაუდოდ, პირველი ლედის დაცვის წევრი, კორექტულად საუბრობდა. ჟურნალისტმა მას ვიდეოკამერა, კადრის წასაშლელად, თავად გადასცა.

Media.ge

ახალი ამბები