Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

ზურაბ ნოღაიდელი სასამართლოს უწყებას არ იბარებს

March 16, 2011
ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლოს უწყებას, რომელიც მის წინააღმდეგ საქმის წარმოებაში მიღებას ატყობინებს, არ იბარებს.

უწყება „სამართლიანი საქართველოს“ ლიდერს დღეს კურიერმა პარტიის ოფისშიც მიუტანა, რაზეც ხელი არავინ მოაწერა.

„ეს სასამართლო ფეხებზე მკიდია, სააკაშვილიც ფეხებზე მკიდია და ყველა ის ადამიანი ფეხებზე მკიდია, რომელიც უსამართლობაში მონაწილეობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნოღაიდელმა და დასძინა, რომ ბევრად უფრო მძაფრი გამონათქვამებით მიმართა კურიერს, თუმცა ტელეკამერების წინ იგივეს გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

მისი განცხადებით, საქართველოში სასამართლო და მართლმსაჯულება არ არსებობს, ქვეყანაში არსებობს მხოლოდ რეჟიმი, რომელიც უნდა დაიშალოს.

რაც შეეხება მის ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც სასამართლოს ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ მიმართეს, ნოღაიდელმა მათ „თვითმარქვია აგენტები“ უწოდა და განაცხადა, რომ კანონით არაფერი ეკუთვნით.

„ინტერპრესნიუსი“ დაუკავშირდა ზურაბ ნოღაიდელისგან გამიჯნულ სერგო ჯავახიძეს, რომელიც ახლა მოძრაობას „სამართლიანი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობს. ჯავახაძის მტკიცებით, უკვე აზრი აღარ აქვს ჩაიბარებს თუ არა ნოღაიდელი უწყებას. სასამართლო პროცესი მაინც დაინიშნება.

ყოფილმა თანაპარტიელებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი სამოქალაქო სარჩელით მიმართეს. ერთი მოძრაობის დოკუმენტაციის, სიმბოლოკისა და ქონების ამოღებას, ხოლო მეორე – სახელფასო დავალიანებას ეხება.

ინტერპრესნიუსი

News