00:23, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა პოლიტპატიმარ ზვიად ხარებავას საქმესთან დაკავშირებით

17.03.2011

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩევლის, ზვიად ხარებავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები და გამოარკვია, რომ იგი პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული. ზვიად ხარებავა ამჟამად უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. სააპელაციო სასამართლომ კი, 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენით, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. 

ზვიად ხარებავა 2009 წლის 11 დეკემბერს დააკავეს და ბრალად წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - „თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით“.  

2010 წლის 4 მარტს ზვიად ხარებავას დამატებით წარუდგინეს ბრალდება საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე - „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით“.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა 2010 წლის 9 მარტს. 2010 წლის 1 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ზვიად ხარებავას მიმართ წარდგენილი ბრალდება და საბოლოო ჯამში, მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა - 7 წლით 180-ე მუხლით და 10 წლით 182-ე მუხლით. ამავე დროს, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი და სამი წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებით საერთოდ არ დასტურდება ზვიად ხარებავას დანაშაული სსკ 180-ე მუხლით გათვალისწინებულ ეპიზოდში. ბრალდების მხარეს სასამართლოზე არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ირიბად მაინც მისცემდა ობიექტურ დამკვირვებელს ეჭვის საფუძველს, რომ ხარებავამ მიიღო ქონებრივი სარგებელი, რაც ამ დანაშაულის მთავარი მახასიათებელია. 

რაც შეეხება სსკ 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ამ შემთხვევაში სასამართლომ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და ზვიად ხარებავა დამნაშავედ ცნო იმ ოდენობის თანხის გაფლანგვაში, რასაც ბრალდების მხარეც კი არ ითხოვდა. ხოლო ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა 929 741 ლარი რეალურად არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ზვიად ხარებავასთვის ასეთი არაჰუმანური და სასტიკი განაჩენის გამოტანა უკავშირდება მის წარსულ საქმიანობას. კერძოდ 2004-07 წლებში იგი იყო პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ზურაბ ნოღაიდელი ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია და როგორც ჩანს, ძალოვანი უწყებები ცდილობენ მის წინააღმდეგ აღძრან სისხლის სამართლის საქმე. 

როგორც ზვიად ხარებავა აცხადებს, მას დაკავებისთანავე შესთავაზეს, მიეცა ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ რაიმე ჩვენება. კერძოდ, გლდანის ციხეში მას მიაკითხეს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ზაზა ქაჩიბაიამ, აგრეთვე - გამომძიებელმა მანუჩარ ქაჯაიამ და უთხრეს, რომ „ესაუბრებიან საქართველოს სახელით“ და თუ იგი მათ მიაწვდის ინფორმაციას ზურაბ ნოღაიდელის კორუფციული გარიგებების შესახებ, მეორე დღის საღამოსთვის გაათავისუფლებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დიდი ხნით გამომკეტავდნენ ციხეში. ზვიად ხარებავა აცხადებს, რომ იგი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს, მაგრამ თუნდაც თავისუფლების გამოსასყიდად, ვერ დაადასტურებს ისეთ ფაქტს, რისი თვითმხილველი და მონაწილეც არ ყოფილა. 

აღსანიშნავია, რომ ზვიად ხარებავა არის უცხოეთში განათლებამიღებული ერთ-ერთი კვალიფიციური კადრი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებით დაბრუნდა სამშობლოში, რათა თავისი ცოდნა და ენერგია ქვეყნის განვითარებისთვის მოეხმარა. 2004 წელს, ვიდრე საქართველოს მთავრობაში მუშაობას შეუდგებოდა, ზვიად ხარებავამ ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთდროდულად მიიღო ფილოსოფიის დოქტორისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. მისი ამერიკელი კოლეგები - ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის დოქტორი ერნესტ სტიცინგერი და ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებული, ვირჯინიის უნივერსიტეტის დოქტორი დიუი ტეილორი შეძრწუნებულები არიან ზვიად ხარებავას დაპატიმრების გამო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ზვიად ხარებავას სახით კიდევ ერთი მოქალაქით გაიზარდა საქართველოს ციხეებში გამომწყვდეული პოლიტპატიმრების გრძელი სია. 

მივმართავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ობიექტურად განიხილოს ზვიად ხარებავას საქმე და გააუქმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გამოტანილი არაადეკვატური, აშკარა პოლიტიკური სარჩულის მქონე განაჩენი. ამ საქმეს ადამიანის უფლებათა ცენტრი აღიქვამს ერთგვარ ტესტად უზენაესი სასამართლოსთვის და ზოგადად სასამართლო ხელისუფლებისათვის.
 
ასევე მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, განახორციელონ ზვიად ხარებავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმისა და მიმდინარე სამსჯავრო გამოძიების მონიტორინგი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ნათია
2012-06-03 11:53
ზვიალი ნამდვილად ღირსეული ადამიანია. მე ბედნიერი ვარ რომ ვიცნობ მას .იმედია ყველფერი კარგდა დასრულდება !
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC