კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამძიმარი და თანადგომა იაპონელ ხალხს

17 მარტი, 2011

სოფო გეწაძე

იაპონიაში მომხდარ ტრაგედიას ქართული არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 15 მარტს თბილისში იაპონიის საელჩოს წინ შეიკრიბნენ და იაპონელ დიპლომატს სამძიმრისა და თანადგომის წერილი გადასცეს.

შეკრების ერთ-ერთი ინიციატორის, „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლის, არნოლდ სტეფანიანის თქმით, შეკრების მთავარი მესიჯი იაპონელი ხალხისთვის თანაგრძნობის გამოცხადებაა: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მზად ვართ, დავეხმაროთ იაპონელ ხალხს იმ ფორმით, რასაც იაპონიის საელჩო აირჩევს. მზად ვართ, წავიდეთ იაპონიაში. მზად ვართ, თუ იქნება საჭირო, ჰუმანიტარული დახმარება  აქ მოვაგროვოთ“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ინფორმაციით, საქართველოდან იაპონელი ხალხის დასახმარებლად უკვე გაემგზავრნენ სამუშაო ჯგუფები. საელჩოს წინ შეკრებილმა საზოგადოებამ კი საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერ დროს გაემგზავროს ტრაგედიის ადგილას.

საელჩოს წინ შეკრებილებს საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილე შეხვდა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავდაპირველად მე მქონდა ინფორმაცია, რომ აქ შეკრებას 70 ადამიანი აპირებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 70-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა სურვილი გამოეხატა თანაგრძნობა იაპონელი ხალხის მიმართ. მოხარული ვარ, რომ ქართველი ხალხი გამოხატავს ასეთ გულთბილ თანადგომას და უსამძიმრებს თითოეული იაპონელის ოჯახს“, - აღნიშნა საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილემ, ისამო აზიჩიმ.

იაპონიის საელჩოს წინ შეკრებილებმა სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

უკანასკნელი მონაცემებით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი - 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 10 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები