კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას უფასო სასადილოებით სარგებლობა მოუხსნეს

18 მარტი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრს მოქალაქე ვლადიმერ ჯღარკავამ მიმართა. მის ოჯახს უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება მოუხსნეს. ჯღარკავას თქმით, მის ხუთსულიან ოჯახში არავინ მუშაობს და ოჯახის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.

„ჩვენ ვერც ფულად სოციალურ დახმარებას ვიღებთ, რადგან სოცაგენტმა 58 170 ქულა მოგვანიჭა. რითი უნდა ვიყიდოთ თუნდაც პური, არ ვიცი. გუშინ მივედი სადილისთვის სასადილოში და მითხრეს, რომ შემდეგში ვეღარ ვისადილებდი“, - ამბობს 80 წლის მოხუცი.

ხოლო ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურში განაცხადეს, რომ უფასო სასადილოთი 57000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები სარგებლობენ, რადგან ბიუჯეტიდან გამოყოფილი 641 900 ლარი მხოლოდ 1400 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ყოფნის.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები