კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისრაელში ვერა ქობალიას ნახვა არ სურთ

21 მარტი, 2011
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ისარაელში ნახვა არ სურთ. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი „იზრუს“ წერს.

ვებგვერდის ცნობით, 29-31 მარტს ისრაელში ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ელოდნენ, რომ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიც დაესწრებოდა, რომელიც ისრაელში მიმდინარე წლის ოქტომბერში უკვე იმყოფებოდა.

19 მარტს, ისრაელის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ბენ კასპიტმა NRG-ზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ ცუდი არ იქნებოდა ვერა ქობალიას ვიზიტის გადადება. ჟურნალისტი ისრაელის ტურიზმის მინისტრს სტას მისეჟნიკოვს ურჩევს, ქობალის მიანიშნოს, რომ მას ქვეყანაში არ ელოდებიან. ამის მიზეზი კი თბილისში მიმდინარე ებრაელი ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზევ ფრენკელის სასამართლო პროცესია, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფუჭა ისრაელისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები.

ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში ბენ კასპიტი მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უპრეცენდენტო კრიტიკით გამოვიდა და მათ „მაფიოზურ მეთოდებში“ დასდო ბრალი.

„ქართველებმა ვერ გაიგეს, რომ ამ სკანდალმა ისინი შესაძლოა, გარიყოს და რომ ისრაელი და საერთაშორისო თანამეგობრობა არ აპირებს, ეს დაივიწყოს“, - წერდა მაშინ ჟურნალისტი.

ჟურნალისტი ასევე აღნიშნავდა, რომ ფუქსი არის თურქეთის საპატიო კონსული ისრაელში და ბოლო წლის განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი მთავარი არხი ისრაელსა და ანკარას შორის.

„ამასთან დაკავშირებით, თურქებმა, რომლებიც კარგად ხვდებიან რა არის საქართველოს ასეთი საქციელის მიზეზი, საქართველოს ელჩი ანკარაში სასწრაფოდ გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას ოფიციალური პროტესტი განუცხადეს. იერუსალიმში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. ვინმემ უნდა აუხსნას საქართველოს ელჩს, რომელიც აქ არის, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, მაშინ ის - „პერსონა ნონ გრატაა“ და მისი ქვეყანა, თავისი ბიზნესმენებითა და ინტერესებით, იქნებიან არასრასურველი სტუმრები აქ და ნებისმერი სხვა ადგილას (ირანის გარდა). ვინმემ უნდა აუხსნას ქართველებს, რომ მათ არ ესმით არსებული ვითარება. მოცემულ მომენტში თქვენ მხოლოდ რუსული მაფიის ვარიანტი ხართ“, - წერდა კასპიტი იანვარში.

ამასთან, „იზრუს“ ცნობით, ისრაელის ტურიზმის მინისტრმა ჯერ კიდევ გასულ კვირას გადაწყვიტა, ვერა ქობალიას არ შეხვდეს.

ამასთან, პორტალის ცნობით, ქობალია ისრაელში არ ჩავა. „არსებობს განსაზღვრული მითითებები... საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების ისაერლში ნახვა არ სურთ“, - განუცხადა „იზრუს“ სანდო წყარომ.

ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუკსი და რევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენების სასამართლო პროცესი გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გადაიდო პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი ისრაელში. ებრაული წყაროების ცნობით, ბაქრაძის მასპინძლობაზე ისრაელმა სწორედ ფუქსისა და ფრენკელის გამო თქვა უარი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები