კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: “ვარდების რევოლუციას სახრეების რევოლუცია დაასრულებს”

21 მარტი, 2011
„ქართული პარტია“ საპარლამენტო არჩევნების 2011 წლის ოქტომბერში ჩატარებას ითხოვს. როგორც პარტიის ლიდერმა სოზარ სუბარმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, იმ შემთხვევაში, „თუ ხელისუფლება ხალხის ნებას არ დაჰყვება, ჩინოვნიკებს კაბინეტებიდან სახრეებით გამორეკავენ“.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც კონსტიტუციით წელს, ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება 2012 წელს სურს, რაც იქნება არალეგიტიმური და უკანონო. თუ ისინი ხალხის ნებას არ დაჰყვებიან, მაშინ მათ კაბინეტებიდან სახრეებით გამოვრეკავთ და ვარდების რევოლუციას სახრეების რევოლუცია დაასრულებს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა, რომელმაც დღეს, გურჯაანში, პარტიის რაიონული ოფისი გახსნა.

„კაბინეტებიდან გამოვათრევთ იმ ჩინოვნიკებსაც, რომლებიც „ქართულ პარტიას“ კონფერენციების ჩატარებაში ხელს შეუშლიან ან მოსახლეობასთან შესახვედრად დარბაზებს არ დაუთმობენ“, - განაცხადა სუბარმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები