კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი უკან ბრუნდება

23 მარტი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდს - www.president.gov.ge  აქვს მომსახურება - წერილი პრეზიდენტს. ამ სერვისის საშუალებით მოქალაქეებს ელექტრონულად შეუძლიათ პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნა. თუმცა, გაგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მიდის და მოქალაქეებს უკან უბრუნდებათ გაფრთხილებით - მითითებულ ელექტრონულ მისამართს აქვს მიღების პრობლემა.

II ჯგუფის ინვალიდი, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი გალინა ოგანესიანი ერთ-ერთია, ვინც პრეზიდენტის წერილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა. თუმცა, პრეზიდენტისგან პასუხის მოლოდინში, წერილი მასვე დაუბრუნდა უკან.

გალინა ოგანესიანი: „მიწის საკითხთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა. ხელვაჩაურის მიწის აღიარების კომისიამ მათ მიერვე მოცემული საკუთრების მოწმობა, სხვა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინების გამო, გამიუქმა. სამართალს სასამართლოს ვერც ერთ ინსტაციაში ვერ მივაღწიე. ჩემი მოწინააღმდეგე მხარე - გივი სურმანიძე დამცინოდა კიდეც: სომეხი საქართველოში ვერ გაიმარჯვებო და მართალიც ყოფილა... საქართველოს პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით ვწერდი. საქართველოს ფოსტით გაგზავნა გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული _ 2.50 ლარი ღირს. ვინმესთვის შეიძლება ეს თანხა მცირეა, მაგრამ ჩემისთანა მდგომარეობაში მყოფისთვის ღირებულია. ამიტომ, ჩემი ახლობლების ხელშეწყობით, 7 მარტს, ინტერნეტით ორჯერ გადავაგზავნე, მაგრამ წერილი უკანვე დამიბრუნდა. რას ვიფიქრებდი, პრეზიდენტის საიტზეც თუ მოიტყუებდნენ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმაც სცადა მოქალაქე ოგანისიანის წერილის თავიდან გაგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ვებ-პორტალზე მითითებულ ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge შედეგი კი იგივე მივიღეთ, რაც მოქალაქემ.

გარდა ამისა, საიტზე მითითებულია ინფორმაცია: „განცხადებები მიიღება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა წერილების მისაღებში (თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1) სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; ტელ.: 282736”, დავუკავშირდით. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ოპერატორმა გვიპასუხა: „ზოგადად, მსგავსი პრობლემა არ არის. თუმცა, მაინც გადავამოწმებ ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებელ პირთან“. ხოლო შემდეგ გვითხრა, რომ წერილებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ჩვეულებრივ იღებენ.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მოქალაქე გალინა ოგანესიანის წერილი ელექტრონული მაილის საშუალებით მიღებული, გვიპასუხა, რომ ამ მოქალაქის წერილი მიღებული არა აქვთ.

ოპერატორის გულწრფელობაში ეჭვს არ შევიტანდით, თვითონვე რომ არ გაგვეგზავნა მოქალაქე ოგანესიანის წერილი პრეზიდენტისთვის და უკან  რომ არ დაგვბრუნებოდა.

ახალი ამბები