კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინააღმდეგობის მოძრაობა პატიმრების ფართომასშტაბიან ამნისტიას ითხოვს

23 მარტი, 2011

წინააღმდეგობის მოძრაობა პატიმრების ფართომასშტაბიან ამნისტიას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ხელმძღვანელმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, ამნისტიის კანონპროექტი უკვე შემუშავებული აქვთ და ამ დროისთვის აწარმოებენ ხელმოწერების შეგროვებას, რის შემდეგაც საკანონმდებლო ინიციატივაში დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაეხმარებათ.

თარხან-მოურავის განმარტებით, კანონპროექტით ციხეებში 5000-ზე ნაკლები პატიმარი უნდა დარჩეს. მისივე თქმით, საქართველოში მსოფლიო ქვეყნებს შორის უპრეცედენტოდ მაღალია პატიმართა რაოდენობა. პატიმართა რიცხვი საქართველოში 42 000-ზე მეტია, რაც ევროპელი თანამეგობრების და უფლებადამცავების შეშფოთებას იწვევს.

მისი განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანები ციხეებში არც ერთ ქვეყანაში არ სხედან. თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის 5% პატიმარია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია; ციხეები გადაჭედილია და პატიმრები არადამიანურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

წინააღმდეგობის მოძრაობა, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების გარდა, მართავს საპროტესტო აქციებს. როგორც თარხან-მოურავმა განაცხადა, მორიგი საპროტესტო აქცია ციხეებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით 25 მარტს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაიმართება.

მისივე განმარტებით, მესამე მიმართულებითაც იბრძვიან პატიმრების უფლებების დასაცავად, ეს არის ევროპელი თანამეგობრების და საერთაშორისო უფლებადამცავების ინფორმირება.

აპრილ-მაისში ევროპარლამენტში დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენა, სადაც საქართველოს საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზე და პატიმრების კონკრეტულ საქმეებზე იქნება მსჯელობა.

წინააღმდეგობის მოძრაობაში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურის მოღვაწეები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები