კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერიკ ფურნიე: „მაქვს შთაბეჭდილება, რომ მოვისმინე ნეობოლშევიკური სახელმწიფოს აღწერა“

23 მარტი, 2011

სალომე აჩბა

საქართველოს ხელისუფლებისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს შთაბეჭდილება, რომ საქართველო ნეობოლშევიკური ქვეყანა უფროა, ვიდრე დემოკრატიული. ერიკ ფურნიემ ასეთი კომენტარი რადიო „თავისუფლებას“ 15 მარტს სასტუმრო „მერიოტში“ მისცა - შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა ეხებოდა, როგორ შეასრულა საქართველომ 2010 წელს „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“  ფარგლებში აღებული ვალდებულებები. 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფურნიეს გამონათქვამი მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენა. „დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება ამოღებულია კონტექსტიდან და არასწორად არის გაშუქებული კონკრეტული საინფორმაციო საშუალების მიერ. საჭიროა ამის დაზუსტება. კარგი იქნებოდა, ამ ინფორმაციას თუ გადაამოწმებდით“, - ურჩია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტს.

ტელეკომპანია „მაესტრომ“ რჩევა გაითვალისწინა - რადიო „თავისუფლებისგან“ მოიპოვა, სრულად თარგმნა და გამოაქვეყნა ერიკ ფურნიეს კომენტარი.

გთავაზობთ ტექსტის სრულ ვერსიას, „მაესტროს“ სტილის დაცვით:

ერიკ ფურნიე, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: „ევროკავშირის ყველა ძალისხმევა ამაო ჩანს, რადგან აბსოლუტურად არანირი პროგრესი არ არის. რა დარჩა ევროპული ფასეულობებისგან, რაც ჩვენ მოვისმინეთ? თითქმის, არაფერი! მათ შორის - მედიის თავისუფლება, პროგრესი ეკონომიკაში. ეს კატასტროფაა. ვშიშობ, თქვენი მოსმენის შემდეგ მაქვს შთაბეჭდილება, რომ მოვისმინე ნეობოლშევიკური სახელმწიფოს აღწერა, სადაც აბსოლუტურად არ არის თავისუფლება. და როცა ვისმენთ, რომ 8 ლარის მოპარვისთვის ახალგაზრდების დაპატიმრება კარგია, ეს ძალიან საშიშია. ამდენად, იმედი მაქვს, რომ გადავხედავთ თქვენ მიერ წარმოდგენილი ბნელი სურათის ხედვას. ეს საჭიროა ჩვენთვის - ევროპელებისთვის, აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა. შასაძლოა, ჩვენ დავსვათ კითხვა - რა უნდა გავაკეთოთ, გავაგრძელოთ თუ არა მუშაობა სხვაგვარად? აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკის შედეგი, შესაძლოა, იმედგაცრუება იყოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შესაძლოა, თანამეგობრობამ მოახდინოს საქართველოს ევროპული გზის მთავარი ორიენტაციის იგნორირება. ამიტომ, ვფიქრობ, დროა, მეტი ამგვარი სემინარის ორგანიზება მოხდეს და დავდოთ მაგიდაზე წინადადებები, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რადგან, სამწუხაროდ, ის რაც ახლა თქვენ ჩვენ გვითხარით, ნებისმიერი ევროპელი მოქალაქისთვის ძალიან სამწუხაროა“.

ახალი ამბები