კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ გაგიდაში ოთხი ადამიანის მკვლელის ვინაობა დადგენილია

24 მარტი, 2011
გალის რაიონის დე ფაქტო მილიციამ იმ პიროვნების ვინაობა დაადგინა, რომელმაც  გალის რაიონის სოფელ გაგიდაში ოთხი ადამიანი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.

გალის რაიონის დე ფაქტო მილიციის უფროსის, ვადიმ ღვინჯიას ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ამავე სოფლის მაცხოვრებელი ოთარ ბარკაიაა. „ამ დროისათვის სამართალდამცავები ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად მუშაობენ“, - განაცხადა ღვინჯიამ.

დანაშაული გალის რაიონის სოფელ გაგიდაში 19 მარტს მოხდა. ამავე სოფლის მკვიდრი, 75 წლის ვაჟა კვარაცხელია დაბადების დღეს აღნიშნავდა. თვითმხილველთა თქმით, სადღესასწაულო სუფრასთან იმყოფებოდა ოთარ ბირკაიაც, რომელმაც კვარაცხელიას რძალს „თვალი დაადგა“, რის გამოც მას კვარაცხელიას ვაჟმა, მეუღლის შეურაცხყოფისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღსანიშნავია, რომ ბირკაია და სუფრის წევრები ამ დროისათვის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ ბირკაიამ იქაურობა დატოვა, თუმცა მცირე ხნის შემდეგ ავტომატით დაბრუნდა და ოჯახის უფროსი ვაჟა კვარაცხელია, მისი ვაჟი, მეზობელი თენგიზ მებონია და მეზობელი სოფლის მკვირდრი, ეროვნებით ოსი, ყოფილი პოლკოვნიკი სულიკო პლიევი მოკლა.

ვადიმ ღვინჯიამ ასევე უარყო ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდასხმა ძარცვის მიზნით მოხდა.

ჯი ეიჩ ენი

ახალი ამბები