კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინისტრებიდან საპარლამენტო უმრავლესობა ყველაზე მეტად სუბელიანს გამოექომაგა

24 მარტი, 2011
24 მარტს დევნილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს საპარლამენტო უმრავლესობის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი გამოექომაგა. პარლამენტში „საგანგებო კვირეულის“ ფარგლებში მინისტრები მიიწვიეს. ყველაზე მეტი მხარდამჭერი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კობა სუბელიანის მისამართით გაკეთდა.

ოპოზიციამ მინისტრს დევნილების გამოსახლების პროცესი, არასათანადო ადგილებში ჩასახლება, სამინისტროს თანამშრომლების მიერ დევნილ ნანა ფიფიას თვითმკვლელობამდე მიყვანა და პრემიერ-მინისტრის ბრძანება შეახსენეს, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორში განსახლების შემდეგ დევნილებს დახმარება უნდა შეუწყდეთ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კი ეს დამოკიდებულება ამაზრზენ ტყუილებად და „შუბლის ძარღვთან“ პრობლემებად შეაფასეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა რატი სამყურაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ მას მინისტრ კობა სუბელიანის გულისხმიერება,
პირადად უნახავს.

მისი თქმით, პირადად უნახავს, როგორ არ გაქცევია კობა სუბელიანი პასუხისმგებლობას და როგორ სთხოვდა დევნილებს პრობლემის შემთხვევაში, პირადად მას დაკავშირებოდნენ.

უმრავლესობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ გაღიზიანდა, რომ ყველაფერი კარგად არის.

„პოლიტიკურ უსინდისობაში გადაგეზარდათ ყველაფერი“, – მიმართა ცისკარიშვილმა ოპოზიციას და განაცხადა, რომ ოპოზიციისგან დღეს ამაზრზენი ფრაზები მოისმინა, თითქოს ჩვილ ბავშვებს ფანჯრიდან ყრიდნენ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კობა სუბელიანს დღეს საკმაოდ ბევრი ისეთი დეპუტატი გამოექომაგა, რომლებიც დებატებში ტრადიციულად არ აქტიურობენ ხოლმე, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობიდან ნანა ფიფიას თვითმკვლელობის საკითხზე, კომენტარი მაინც არ გაკეთებულა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები