კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტი მწერლებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს

24 მარტი, 2011
23 მარტს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  მწერალ ზაზა ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა. 21 მარტს ქუთაისის ოპერის თეატრში, ქართული პროზის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე ბურჭულაძემ აუდიტორიას მიმართა: „ ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი!“

მიხეილ სააკაშვილმა მწერალს და მის მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს „გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილი: „გუშინ მოვკარი თვალი ტელევიზიით ქუთაისის ოპერის ახალ შენობაში ჩატარებულ ღონისძიებას. მართალი გითხრათ, მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი იმ გამონათქვამებით, რომლებიც იქ გასტროლებზე ჩასულმა რომელიღაც ლიტერატურული წრის წარმომადგენლებმა დაუშვეს. პრაქტიკულად, ზოგიერთი ისე არის დაკავებული მთელი დრო საკუთარი თავით ტკბობით, რომ ვერ შეამჩნია ის ცვლილებები, რომელიც მოხდა ქვეყანაში. პრაქტიკულად ჩარჩა ძველ დროში. ვერ შეამჩნია, რომ შეიცვალა ქუთაისიც, შეიცვალა საქართველოც და არავინ არ მისცემს მათ საშუალებას, რომ ვინმეს ზემოდან ქვემოთ უყუროს, დასცინოს, აბუჩად აიგდოს, ღირსება შეულახოს და რომელიღაც ძველი ეპოქის წარმოდგენებითა და სტერეოტიპებით ელაპარაკოს. გასულიყვნენ მაინც და გაეხედ-გამოეხედათ და შეეხედათ ახალი ქუთაისის ცენტრისთვის, კარგად დაეთვალიერებინათ ეგ შენობა და რაც მთავარია, ჩაეხედათ ქუთაისელებისთვის თვალებში და მიმხვდარიყვნენ, რომ ასეთი ტონით მათთან ლაპარაკი ნამდვილად არ შეიძლება და საერთოდ არავისთან არ შეიძლება ასეთი ტონით ლაპარაკი. დროა, ეს ხალხი გამოფხიზლდეს და მიხვდეს, რომ ის დრო დამთავრდა, ის მენტალიტეტი მომთავრდა და შეწყვიტონ ეს ჩარჩენილობა და გაიხედონ ცოტა წინ“.

ზაზა ბურჭულაძის სიტყვების შემდეგ - „უკაცრავად, ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი“, ქუთაისის ოპერის თეატრში მყოფთა დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა. ისინი აცხადებდნენ, რომ მწერლის ამგვარი გამოსვლის შემდეგ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ და რომ ეს მთლიანად ქალაქის შეურაცხყოფაა.

პრეზიდენტ სააკაშვილის კომენტარის ვიდეოვერსია:

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/2747-mikheil-saakashvili-zaza-burtculadzis-ganckhadebas-gamoekhmaura.html


სალომე აჩბა

ახალი ამბები