კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პენ-ცენტრის განცხადება

24 მარტი, 2011
დღეს, 23 მარტს, საქართველოს ნაციონალური მაუწყებლობებით გავრცელდა პრეზიდენტის განცხადება, რომელიც შეეხებოდა მწერალ ზაზა ბურჭულაძის მიერ ქალაქ ქუთაისში გამართულ ქართველი მწერლების ანთოლოგიის პრეზენტაციაზე წარმოთქმულ რეპლიკას.
 
საქართველოს პენ-ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს პრეზიდენტის ხსენებული განცხადების პათოსის გამო, რომელიც უნებლიეთ გვახსენებს უახლეს წარსულს, როდესაც საბჭოთა ოფიციოზი რეგლამენტირებდა და არეგულირებდა მწერლის ენას და მის ურთიერთობას მკითხველთან, როდესაც პოლიტიკოსები მიუთითებდნენ მწერალს, თუ რა თემაზე ელაპარაკა და როგორ; რა უნდა მოსწონებოდა და რა არა, რისი დანახვა იყო მართებული და რისი არა, სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში.
 
საბჭოთა პერიოდში, ლიტერატურის მოთვინიერებისა და სოციალიზაციის მიზნით, მწერლები იგზავნებოდნენ საბჭოთა კოლმეურნეობებში, ჰესების და ელექტროსადგურების მშენებლობებზე, სამხედრო ნაწილებში, დამკვრელური ტემპით განვითარებად სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, რათა თვალნათლივ დაენახათ და ხოტბა შეესხათ საბჭოთა სახელმწიფოს „მიღწევებისათვის“.

პრეზიდენტის 23 მარტის გამოსვლა უსიამოვნო ასოციაციას გვიჩენს ხსენებულ დროსთან. 21-ე საუკუნეში საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა მიუთითებდეს ამა თუ იმ მწერალს, რომელი მშენებარე თუ დასრულებული შენობა-ნაგებობების დანახვა და დაფასებაა აუცილებელი.
 
ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის გამონათქვამებს გაცილებით დიდი გავლენა აქვს, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუციებს, ვშიშობთ, რომ მსგავსმა  განცხადებებმა  შესაძლოა ზიანი  მიაყენოს, როგორც მწერალ ზაზა ბურჭულაძეს, ასევე მის სხვა კოლეგებს. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში პრეზიდენტი პოლიტიკური ტრიბუნიდან აღარ შეაფასებს, აღარ დაახასიათებს და დაახარისხებს მწერლებს, ასევე არ მიაყენებს მათ შეურაცხყოფას ნაციონალური მაუწყებლობებიდან.
 
ასევე, ვფიქრობთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ 23 მარტის „ქრონიკის“ სიუჟეტი იყო ტენდენციური და პროვოცირებას უწევდა კონფლიქტის წარმოშობას ლიტერატორებს შორის. 

საქართველოს პენ-ცენტრი
23 მარტი, 2011 წ.

ახალი ამბები