კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისრაელში მცხოვრები ქართველი ოლიგარქი რონი ფუქსს შეხვდა

24 მარტი, 2011
ისრაელში მცხოვრები ქართველი ოლიგარქი საქართველოში დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენ რონი ფუქსს შეხვდა. ამის შესახებ პორტალი IzRus საკუთარ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

კერძოდ, საქართველოდან წასული ბიზნესმენი, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს და რომლის ვინაობაც არ სახელდება, რამდენიმე დღის წინ თბილისში იმყოფებოდა. იგი რონი ფუქსს ადგილობრივი რაბინის, ხაბადის დახმარებით შეხვდა. პორტალის ინფორმაციით, ოლიგარქი   აპირებდა, შეხვედროდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ საააკაშვილსაც, თუმცა  შეხვედრა  არ შედგა.

ებრაელი ბიზნესმენები რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი ქართველმა სამართალდამცველებმა 2010 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები