კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიფრაშვილების შვიდშვილიან ოჯახს არც ენერგო და არც სასურსათო ვაუჩერი არ მისცეს

24 მარტი, 2011
სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრებ სიფრაშვილების შვიდშვილიან ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ არც ენერგო და არც სასურსათო ვაუჩერი არ მისცა. მრავალშვილიანი დედას ვარაუდობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მას რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო სჯის, როცა მან სააგენტოს წარმომადგენლებს ბავშვების ჩამორთმევის საშუალება არ მისცა და დახმარებისთვის ჟურნალისტებს მიმართა.

„ელექტროენერგია გვაქვს, შესაბამისად, ვაუჩერი გვეკუთვნოდა, მაგრამ არ მოგვცეს. სასურსათო ვაუჩერიც რომ ვერ მივიღეთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებაში დავრეკე, მაგრამ პასუხი ვერ გამცეს“, - განუცხადა მაია სიფრაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების უფროსმა ზურაბ ზურაბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსმა ლევან ახალაურმა კი განაცხადა, რომ ამ საკითხზე მას ინფორმაცია არ აქვს.

მრავალშვილიანმა დედამ დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა, რომელიც აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, კახეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ადვოკატირებას ახორციელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლის მარინე ზარდიაშვილის განცხადებით, მათ უკვე მოითხოვეს ინფორმაცია, რატომ ვერ მიიღო სიფრაშვილების ოჯახმა ვაუჩერები.

სიფრაშვილების მრავალშვილინ ოჯახს უკიდურესად უჭირს. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები