კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახები სიღნაღის გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

25 მარტი, 2011

სიღნაღში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახები სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს ნოდარ კოჭლამაზაშვილს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც დაზარალებულებმა განაცხადეს, მათ სხვა თავშესაფარი არ აქვთ, დაზიანებული სახლები კი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს და შიგ მოყვნენ.

სიღნაღში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, სადაც 72 ოჯახი ცხოვრობს, ყველა სახლი დაბზარულია. „გამგეობას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. გამგებელი ჩვენს მიღებაზეც კი უკვე უარს ამბობს, თავი მომაბეზრესო. სახლებში შესვლაც კი გვეშიანია, წვიმის დროს ზანზარებს და ხრჭიალი გაუდის“, - აღნიშნეს ერეკლე მეორეს ქუჩის მაცხოვრებლებმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, გამგეობამ მეწყერსაშიშ ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას მიაწოდა. „ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები არ გვაქვს. ერთადერთი რაც შეგვიძლია ის არის, რომ ოთხ - ხუთ ოჯახს ქირის თანხა გადავუხადოთ“, - განაცხადა გამგებელმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტი 3 614 000 ლარს შეადგენს, აქედან დაახლოებით 25 % ადმინისტრაციული ხარჯია და ადგილობრივი ხელისუფლების შენახვაზე იხარჯება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები