კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი თელავის თეატრში არსებულ დარღვევებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

25 მარტი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში არსებულ დარღვევებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, უფლებადაცვითი ორგანიზაცია შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თანამშრომლები თეატრის მმართველს დუტა სხირტლაძეს დაუპირისპირდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თეატრის თანამშრომლები დუტა სხირტლაძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მმართველი თეატრში რამდენიმე თვეში ერთხელ მიდის, რის გამოც თეატრი პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს.

როგორც თანამშრომლები ამბობენ, მმართველი მათ არც ხელფასებს აძლევს. მათივე თქმით, დუტა სხირტლაძეს ბოლოს 22 მარტს, თეატრის დასის შეკრებაზე შეხვდნენ, სადაც იგი მათი მისამართით უცენზურო სიტყვებით იგინებოდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გარდაიცვალა გულის შეტევით მსახიობი ავთანდილ გულიაშვილი.

დუტა სხირტლაძე თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები