კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია-პერფორმანსი „პროტესტი უხარისხო ტელე-შოუებს“

25 მარტი, 2011

ახალგაზრდების ჯგუფი 26 მარტს, თბილისის ცენტრში, რუსთაველის ძეგლთან, გამართავს   აქცია-პერფორმანსს „უხარისხო" ტელე-შოუების წინააღმდეგ.

იდეა სოციალურ ქსელ facebook-ის წევრებს შორის დაიბადა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია,   ორიგინალური ფორმით  დააფიქსიროს პროტესტი ქართულ ტელე-მედია სივრცეში არსებული უხარისხო გადაცემებისადმი.

„ღონისძიების მიზანი არ არის რომელიმე კონკრეტული გადაცემის ფორმატის შეცვლა ან დახურვა, არამედ, ადამიანის უფლებებსა და ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული უკეთესი ხარისხის სატელევიზიო პროდუქციის წარმოების მოთხოვნა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკატერინე ონიანმა.

facebook-ში გაკეთებული კომენტარების მიხედვით, აქცია მიმართული იქნება ასევე  ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის შოუს „პროფილის“ წინააღმდეგაც.

აქცია 15:00 საათზეა დანიშნული.

მედია.გე

ახალი ამბები