კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილთა აქციაზე ჩასულ კობა სუბელიანს ფაშისტი უწოდეს და მისი გადადგომა მოითხოვეს

28 მარტი, 2011
25 მარტს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, სადაც დევნილებისა და „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ფრთის წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ინციდენტი მოხდა.

კერძოდ, აქციის მონაწილეებმა სუბელიანს 5 წუთი მისცეს, რომ მათან ჩასულიყო და განემარტა თუ როგორ მიიღო 2010 წელს პრემიისა და ხელფასის სახით 98.040 ლარი.

ხუთი წუთის გასვლის შემდეგ კობა სუბელიანი აქციის მონაწილეებთან არ ჩასულა და აქციის ორგანიზატორი დავით ფაცაციამ სხვა მონაწილეებთან ერთად, სცადა შენობაში შესვლა, თუმცა დაცვამ კარი გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს კარის გაღება და შენობაში შესვლა. დაცვის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთში ამის უფლება მისცეს.

ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებთან კობა სუბელიანი ჩავიდა. მათ მინისტრს პირდაპირ მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება და ასევე - განმარტება, თუ რა გზებით და რატომ მიიღო გასულ წელს თითქმის 100 000 ლარი პრემიისა და ხელფასის სახით.

კობა სუბელიანმა დაადასტურა, რომ მართლაც მიიღო ეს თანხა გასულ წელს. რაც შეეხება გადადგომის მოთხოვნას, სუბელიანმა ფაცაციას განუცხადა, როგორ შეეძლო მას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. „რა გინდათ, რომ გაიგოთ ჩემგან? რა გინდათ, რომ გავაკეთო – გადავდგე, თუ დევნილთა პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს?“ - ჰქკითხა კობა სუბელიანმა აქციის მონაწილეებს.

ამავდროულად დევნილებმა კობა სუბელიანს ფაშისტი უწოდეს და ადამიანი, რომელიც მათ ხარჯზე ცხოვრობს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები