18:53, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლება კიდევ ერთხელ შეილახა! - არასამთავრობოთა განცხადება

29.03.2011

2011 წლის 25 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წინ პატიმრების მხარდასაჭერად გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით დააკავეს აქციის შვიდი მონაწილე: გიორგი ბურჯანაძე, ვლადიმერ სადღობელაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი, ოთარ ბექაური, აკაკი ჩიქოვანი, ბესიკ ტაბატაძე და გიორგი ხარაბაძე.

ჩვენ ვაპროტესტებთ აღნიშნულ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება წარმოადგენდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების და კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ინფორმაცია აქციის ჩატარების შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო მიწოდებული ქალაქ თბილისის მერიისათვის;
2. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მოხდა ბუნებრივად, აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ისიც დროის მცირე მონაკვეთით, რასაც ადასტურებს სასამართლოზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენება;
3. საპატრულო პოლიცია არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა მანიფესტაციის დაშლა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადგილი ექნებოდა მონაწილეთა მხრირდან კანონის დარღვევას, ვინაიდან შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-111 მე-4 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა;
4. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესის მსვლელობისას განაცხადეს, რომ ისინი არ დაინტერესებულან აქცია კანონიერი იყო თუ არა და ჰქონდათ თუ არა აქციაზე მყოფ ადამიანებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის უფლება. მათივე განმარტებით, ისინი აქციაზე მისვლისთანავე შეუდგნენ აქციის დაშლას;
5.აქციის მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს უნდა მოეთხოვა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება - რაც არ მომხდარა და სამართალდამცავები ყოველგვარი მოწოდების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით შეუდგნენ აქციის მონაწილეების შევიწროვებას.

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს თმენის ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით,  მოძრაობის ხანმოკლე შეფერხება, თუნდაც პირთა მცირე ჯგუფის მიერ, არ იძლევა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისა და მონაწილეთა დაკავების უფლებას.
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გარდა დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, კერძოდ:

1. სასამართლომ ადვოკატებს საქმის მასალების გასაცნობად და დაკავებულებთან გასაუბრებისთვის მხოლოდ თხუთმეტი წუთი მისცა, რაც ბუნებრივია არ იყო საკმარისი საქმის გასაცნობად, დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან და მოწმეებთან გასაუბრებისთვის;

2. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის აუდიო ჩაწერის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ეწინააღმდეგებოდნენ;
3. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ტელეკომპანია “კავკასიის”, “მაესტროს” და რადიო-კავშირ “ობიექტივის” ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეომასალების გაცნობასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავდა აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლისა და მონაწილეების დაკავების ფაქტებს;
4. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს შენობაზე განთავსებული ვიდეოთვალის მასალების გამოთხოვასა და გაცნობაზე;
5.სასამართლომ არ გაითვალისწინა პროცესზე დაკითხული არცერთი მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ დაკავებულების მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და იგი დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებსა და სამართალდარღვევის ოქმებს;
6. სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა არათანაბარ მიდგომას დაკავებულთა  მიმართ: ვლადიმერ სადღობელაშვილი და გიორგი ხარებავა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს აქციის დასრულების შედგომ, აქციის ჩატარების ადგილიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, თანაბარ გარემოებებში, თუმცა პასუხისმგებლობის ზომები სასამართლომ რადიკალურად განსხვავებული გამოიყენა, კერძოდ: ვლადიმერ სადღობელაშვილს სასამართლომ ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა, ხოლო გიორგი ხარებავას კი 20 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ნანა დარასელიამ მერაბ ჭიქაშვილს და გიორგი ხარაბაძეს 20 დღიანი, ხოლო აკაკი ჩიქოვანს 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენ ოთხ პირს: გიორგი ბურჯანაძეს, ოთარ ბექაურს, ვლადიმერ სადღობელაშვილს და ბესიკ ტაბატაძეს დაეკისრა 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა.

ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ როგორც აქციის დაშლა, ასევე აქციის მონაწილეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ადამიანის უფლებებისა და კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

უკანასკნელ პერიოდში ქართული საზოგადოება არაერთხელ გახდა პოლიციის მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უხეში და უკანონო შეზღუდვის მოწმე. აღნიშნული ქმედებები პოლიციის მხრიდან წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარ კანონდარღვევებზე ადეკვატური რეაგირება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ვფიქრობთ, საგანგაშოა, რომ მოქალაქეებს თითქმის სრულად აქვთ შეზღუდული შეკრების და მანიფესტაციის უფლება და მსგავსი აქციების უმრავლესობა პოლიციის მხრიდან დარბევისა და უკანონო დაკავებების საფუძველი ხდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას ადექვატური რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე.
განცხადებას ხელს აწერენ:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - თამარ ჩუგოშვილი;
2. საზოგადოებრივი დამცველი - ირინა ფუტკარაძე;
3. კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის - მანანა კობახიძე;
4. ჯანმრთელი სამყარო - ზურაბ ფუტკარაძე;
5. ასოციაცია სამართალი და თავისუფლება - ირაკლი სესიაშვილი;
6.რეგიონალური მედიის ასიციაცია - ია მამალაძე;
7.გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი - თენგიზ ფხალაძე:
8.ადამიანის უფლებათა ცენტრი - უჩა ნანუაშვილი;
9.კონსტიტუციის 42-ე მუხლი - ნაზი ჯანეზაშვილი;
10.ახალგაზრდები სამართლიანობისათვის - ნიკა კვარაცხელია;
11.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ეკა სირაძე;
12. კავკასიის ქალთა ქსელი - ნინო ციხისთავი;
13.თავისუფალი არჩევანი - მანანა ბიწაძე;
14.არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი - კახა კახიშვილი;
15.კავშირი 21-ე საუკუნე - პაატა გაჩეჩილაძე;
16.ექსპერტი - ზაალ ანჯაფარიძე;
17.მრავალენოვანი საქართველო - არნოლდ სტეპანიანი;
18.გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი;
19.ლია მუხაშავრია - ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი;
20.მაკა გიგაური -საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Merab Chikashvili
2011-09-23 02:27
დიდი მადლობა უკლებლივ ყველა ორგანიზაციას და თითოეულ უფლება დამცველს !
სახელი: ალექს შოშიკელაშვილი
2011-04-22 14:41
ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი, ალექს შოშიკელაშვილი დაუმატეთ ხელმომწერებს
სახელი: ლუიგი
2011-03-29 21:53
ილ პოპოლო ჰა დირიტტო დი მანიფესტარე ედ ესპრიმერე ლე პროპიე ესპრესიონი , ე ნესუნ გოვერნო ჰა ილ დირიტტო დი სოპრიმერე ლე იდეე დი ლიბერტა , და იტალია ვივა ლა ლიბერტა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC