კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაკიევების შვიდივე ბავშვი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს

30 მარტი, 2011

გაუსაძლის პირობებში ყოფნის გამო, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანში მცხოვრები მაკიევების შვიდივე ბავშვი სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართო.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით დვალიძემ განაცხადა, ორ ბავშვს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, სენაკის სპეციალიზებულ სკოლაში გადაიყვანენ, ოთხი ბავშვი კი მიმღებ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში გადავა.

„ბავშვები, რომლებიც მინდობით აღზრდაში გადავლენ, ანუ ოჯახებში გადანაწილდებიან, თანხით დაფინანსდებიან. თითო ბავშვზე  450 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება 8 თვის ბავშვს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პატარაა, ოჯახში დარჩება და კვების ვაუჩერი მიეცემა, რომელიც ამ ოჯახისთვის ბავშვის გამოსაკვებად თვეში 80 ლარის გადაცემას ითვალისწინებს. ბავშვი იქნება სოციალური მომსახურების სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. კვირაში ერთხელ, ჩვენი სოციალური მუშაკი შეამოწმებს, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება ბავშვის კვებისთვის გადაცემული თანხა“, - განაცხადა დავით დვალიძემ.

მისივე თქმით, მაკიევების ოჯახს დარჩება სოციალური დახმარება და სამედიცინო დაზღვევის პოლისი სამ სულზე.

მაკიევების შვიდშვილიანი ოჯახის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტ - გაზეთში ფოტორეპორტაჟი 17 მარტს გამოქვეყნდა. ფოტორეპორტაჟი მომზადდა პროექტის „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ადვოკატირება კახეთში“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები