კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ტერიტორიის 293 ჰექტარი აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა

30 მარტი, 2011

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან, 42 შემთხვევაში ფაქტიური საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.

CENN-ის ცნობით, აზერბაიჯანის მხარეზე ეს მონაცემი 224 ჰექტარს არ აღემატება. (აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ალაზანს აქეთ დარჩენილი ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებს). ამასთან, ადგილზე მდინარის სწორი უბნების ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფუძვლიანი საველე კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს სხვაობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 17 წელია მუშაობ, თუმცა ორ ქვეყანას შორის საზღვარი დადგენილი არ არის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, სადაო ტერიტორიებად რჩება დავით გარეჯი და სოფელი ერისიმედი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იხილეთ სტატია

ახალი ამბები