კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

30 მარტი, 2011

სალომე აჩბა

სახელმწიფო უკან არ იხევს და სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს  სიღნაღის სასამართლოს მიერ ირლანდიის მოქალაქის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

2010 წლის 27 დეკემბერს სიღნაღის სასამართლომ გააუქმა საჯარო რეესტრის 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ირლანდიის მოქალაქე სალივან ქიარა როზმარის ერთი წლის წინ  სიღნაღში სახლი ჩამოართვეს. ამ საკითხზე humanright.ge-მ თავის დროზე ვრცელი სტატია მოამზადა: http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12633&lang=geo )

2007 წელს ეკონომიკის სამინისტროს ტენდერის შედეგად, მოქალაქეები ვანო ცაბუტაშვილი და გოჩა ღვინეფაძე სიღნაღში კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის მფლობელები გახდნენ. მალე ამ პირებს შორის დაიდო გამიჯვნის შესახებ ხელშეკრულება და 2008 წელს ვანო ცაბუტაშვილმა ქონების თავისი კუთვნილი ნაწილი თავისი ძმის ცოლს, ირლანდიისა და საქართველოს მოქალაქეს სალივან ქიარა როზმარის მიჰყიდა. მას კუთვნილი ქონება 2 წლის შემდეგ საჯარო რეესტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე ჩამოართვეს.

ირლანდიის მოქალაქის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას თქმით, მყიდველებმა ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა პირობა შასრულეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ ქონება მაინც ჩამოართვეს. ქონების ჩამორთმევის მიზეზები კი, უცნობია.

მყიდველსა და სამინისტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ეკონომიკის სამინისტრომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება 2010 წელს დაიწყო. 16 მარტს გამოვიდა მინისტრის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ბრძანება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ეკონომიკის სამინისტრომ კახეთის სამხარეო სამმართველოს ქონების ჩამორთმევისა და კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. სამხარეო სამმართველომ,  თავის მხრივ, საჯარო რეესტრს გადააბარა ქონების ჩამორთმევა. ამ უკანასკნელმა კი აღნიშნული შენობა-ნაგებობა კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში პირდაპირ დაარეგისტრირა.

სალივან ქიარა როზმარის მხარემ საჯარო რეესტრის სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. „კანონმდებლობის მიხედვით, ეკონიმიკის სამინისტროსა და კახეთის სამხარეო სამმართველოს არა საჯარო რეესტრისთვის, არამედ სასამართლოსთვის უნდა მიემართა ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით და სწორედ სასამართლოს უნდა მიეღო ქონების ჩამორთმევა-არჩამორთმევის გადაწყვეტილება, და არა საჯარო რეესტრს“, - აცხადებს მალხაზ პატარაია.

სიღნაღის სასამართლოში სალივან ქიარა როზმარიმ პროცესი მოიგო. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც როზმარის ქონება ჩამოერთვა, გაუქმდა. თუმცა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა. სახელმწიფომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესი სააპელაციო სასამართლოში 31 მარტს გაიმართება.

ახალი ამბები