კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დახმარებას ითხოვს

30 მარტი, 2011

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 36 წლის ქალბატონი, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ოჯახური ძალადობისგან დაცვას და თავშესაფარში გადაყვანას ითხოვს. ქალბატონის თქმით, მეუღლე ბავშვების თანდასწრებით მოკვლით ემუქრება.

„ქორწინების შემდეგ, რამდენიმე წელია მცემენ ქმარიც და დედამთილიც, მაგრამ ვითმენდი. ცოტა ხნის წინ, დედამთილი საძინებელ ოთახში შემოვარდა ფიჩხით და ბენზინით სავსე ბალონით და ცეცხლი უნდა წაგიკიდო, უნდა დაგწვაო. ფანჯრიდან გადავხტი და გავასწარი ბავშვებთან ერთად. ჩემი ქმარი ნაჯახით დამდევს ხოლმე, უნდა მოგკლაო. არვიცი საიდან აქვს დუბინკა და იმით მცემს. საჭმლის ფულსაც არ გვაძლევენ. ბავშვები ხმელი პურით გავზარდე. ნათესავებთანაც ხშირად გამითევია ღამე. ბოლოს ქმარი რამდენიმე დღის წინ დამესხა თავს. ბავშვების თანდასწრებით მემუქრებოდა, უნდა გამოგშიგნოო. პატრულის გამოძახება მოვახერხე. პოლიცია მოვიდა, მაგრამ როგორც წავიდნენ, ისევ ცემა დამიწყო. ცხვირი მქონდა გატეხილი. წასასვლელი არსად მაქვს. იქნებ, დამეხმაროთ, რომ სხვა თავშესაფარი მქონდეს“, - აღნიშნავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში შეტანილ განცხადებაში.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, განცხადების საფუძველზე ორგანიზაცია საქმეს უკვე სწავლობს. „ახსნა - განმარტებების შედეგად გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები დედამთილის და მეუღლის მხრიდან. მათ წინააღმდეგ პროკურატურას უახლოეს დღეებში მივმართავთ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ამასთან, ჩვენს წარმომადგენლებს ოჯახზე დაწესებული აქვთ მონიტორინგი, რომ ქალბატონის და მისი ბავშვების ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე კიდევ არ შეექმნას, სანამ მათი თავშესაფარში გადაყვანა მოხერხდება“, - აღნიშნეს ადამიანის უფლებათა ცენტრში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები