კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეო საქმეთა სამინისტროში CENN-ის ანგარიშზე კომენტარს არ აკეთებენ

31 მარტი, 2011

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ანგარიშზე, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციას ეხება, კომენტარს არ აკეთებენ.

„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 29 მარტს გაავრცელა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ მომზადებული ანგარიში. ანგარიშის თანახმად, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან, 42 შემთხვევაში ფაქტიური საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები