კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სერგი კაკალაშვილმა ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

1 აპრილი, 2011

ბიზნესმენმა სერგი კაკალაშვილმა, რომელიც ჟურნალ „ცისკრის“ 50%-ის მფლობელია, ჟურნალის რედაქტორი ზაურ კალანდია თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას  გაზეთი „ალია“ ავრცელებს. გაზეთის  ცნობით, რედაქტორის გათავისუფლების მიზეზი ჟურნალში რენე კალანდიას ლექსის დაბეჭდვა გახდა, რომელიც სანდრო გირგვლიანს ეძღვნება. 

„ალბათ დაიბეჭდა რაღაც, რომელიც არ უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ მე მაინც დავბეჭდე. შეიძლება დიდი ლექსი არ იყოს, მაგრამ სანდრო გირგვლიანს ეძღვნება და მე დავბეჭდე. მე ვთქვი, რომ წავალ, ოღონდ გამოვიდეს „ცისკარი“, - აღნიშნავს „ალიასთან“ საუბარში ზაურ კალანდია.

სერგი კაკალაშვილი, რომელიც ჟურნალს თავად  უხელმძღვანელებს, კალანდიას  განცხადებას არ ადასტურებს. „ზაური მაგას არ იტყოდა. ჟურნალი უნდა წავიყვანო ილიას მიმართულებით. იქნება ის, რაც რეალობაა ჩვენს ლიტერატურულ სამყაროში“, - ამბობს კაკალაშვილი. 

სერგი კაკალაშვილი  ს/ს „კახეთის პურის“ ყოფილი დირექტორია. კაკალაშვილი  გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს და ამავე სოფლის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მუშაობს. ისტორიას ის მე-11 კლასის მოსწავლეებს ასწავლის. ოთხი წლის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კაკალაშვილის ლექსები პარლამენტში წაიკითხა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები