კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტის საკრებულომ მიწის გადასახადი გააორმაგა

1 აპრილი, 2011

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწის გადასახადი 39 ლარიდან 82 ლარამდე გაზარდა. საკრებულოს გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ რესპუბლიკური პარტიიდან საკრებულოს წევრმა ზაქარია ქინქლაძემ არ დაუჭირა. მისი თქმით, თუ მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა, მიწის გადასახადი არ უნდა გაორმაგებულიყო.

„თუ ხელისუფლება ცდილობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხალხის დასაქმებას და ეკონომიკის შექმნას, მაშინ გარკვეული გადასახადები და მითუმეტეს მიწის გადასახადი არ უნდა გაიზარდოს. სახნავი, რომლის გადასახადიც წელიწადში 82 ლარი გახდა, როცა საწვავი ღირს 2 ლარზე მეტი, სათესლე ხორბალი ღირს 1 დოლარი, სათესლე სიმინდი ღირს 18 ლარი, როცა არ არის შესაბამისი გამოყენებადი ტექნიკა, მოუწყობელია სარწყავი სისტემა, არ ხდება შხამ-ქიმიკატების ხარისხის კონტროლი, გლეხებს არ შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური სეზონური კონსულტაციები და მარტო გადასახადს ზრდი, სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება“, - აღნიშნა ზაქარია ქინქლაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები