კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ფუქსს 7-წლიანი, ფრენკელს კი 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

1 აპრილი, 2011

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა რონი ფუქსს 7-წლიანი პატიმრობა, ზეევ ფრენკელს კი – 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ 100 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა ფრენკელს, 500 ათასი კი – რონი ფუქსს. ვაჟა ფუხაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რაც სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემას ითვალისწინებს. მოსამართლემ განაცხადა, რომ მათ განაჩენის გასაჩივრება 1-თვიან ვადაში, სააპელაციო წესით შეუძლიათ. მათვე აქვთ შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტს დღეიდან მიმართონ შეწყალების თხოვნით.

ებრაელი ბიზნესმენები 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ისინი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის მიცემაში იყვნენ ბრალდებულნი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები