კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება humanrights.ge-ს სტატიას - „პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი უკან ბრუნდება“

4 აპრილი, 2011

სალომე აჩბა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ-გაზეთის - www.humanrights.ge-ს პუბლიკაციას გამოეხმაურა. კერძოდ - 23 მარტს humanrights.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას - „პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი უკან ბრუნდება“.

სტატიაში მოთხრობილი იყო II ჯგუფის ინვალიდის, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი გალინა ოგანესიანის ისტორია, რომელმაც პრეზიდენტს ინტერნეტის დახმარებით წერილი მისწერა, მაგრამ უკან უპასუხოდ დაუბრუნდა. „მითითებულ ელექტრონულ მისამართს აქვს მიღების პრობლემა“, - იტყობინებოდა უკან დაბრუნებული წერილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის გამოგზავნილ წერილში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინტერნეტ-გვერდს მართლაც ჰქონდა პრობლემები, რის გამოც შეფერხებული იყო მოქალაქეთა წერილების მიღება. აქვე სრული სახით გთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხათუნა ნუცუბიძე მიერ გამოგზავნილ წერილს:

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“

მიმდინარე წლის 23 მარტს თქვენი ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდზე  (www.humanrights.ge ) განთავსებულ სტატიასთან - „პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი უკან ბრუნდება“ - დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინტერნეტ გვერდზე ( www.president.gov.ge ) არსებული სერვისის - წერილი პრეზიდენტს - მიზანია, საშუალება მიეცეს მოქალაქეებს, საფოსტო გზავნილებისა და ადმინისტრაციაში წერილის ჩაბარების გვერდის ავლით, უშუალოდ და შეუფერხებლად მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს არსებულ პრობლემებთან თუ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. არსებული სერვისის პოპულარობა მისი შექმნის დღიდან იზრდება, რაც ცალსახად ამ პროექტის წარმატებაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, სერვისის გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება შეიძლება გახდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების მწყობრიდან გამოსვლა, რომელიც გამოწვეულია ინტენსიური კიბერშეტევებით და რომელთა სამიზნეც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ინტერნეტგვერდია. ამასთან ერთად, მონაცემების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით ამ სერვისის რეგულირება ხდება ავტომატურ რეჟიმში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ხერხდება მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი წერილების მიღება.

სერვისის დახვეწის მიზნით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველი ინფორმაცია არსებული ხარვეზების შესახებ. ზემოაღნიშნული პრობლემების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო და დღეისთვის აღნიშნული სერვისი მუშაობს შეფერხების გარეშე.

პატივისცემით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი,
ხათუნა ნუცუბიძე

ახალი ამბები