ებრაელი ბიზნესმენები პირდაპირ ევროსასამართლოში იჩივლებენ
04.04.2011
1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენებს განაჩენი გამოუტანა. მოსამართლემ რონი ფუქსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზეევ ფრენკელს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ებრაელი ბიზნესმენები გასული წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს. მათ ბრალი მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის შეთავაზებაში ედებათ. დაკავებულების ადვოკატები, გამოტანილი განაჩენის საქართველოში გასაჩივრების აზრს ვერ ხედავენ და პირდაპირ ევროსასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.
საქმის ევროსასამართლოში გაგზავნის თაობაზე, ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა გაახმაურა. ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას კბილაშვილმა აღნიშნა, რომ ევროსასამართლოსთვის მიმართვის მოსაზრება დაკავებულების ბრიტანელ ადვოკატს, ჯეფრი რობერტსონს ეკუთვნის. თუმცა, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არც თავად იქნება: „ბრიტანელ ადვოკატს ხელთა აქვს 2010 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოში, კერძოდ - თბილისში გამოტანილი განაჩენების 99 პროცენტზე მეტი, გამამტყუნებელია. ეს სტატისტიკა მეტყველებს, რომ არანაირი აზრი არა აქვს ადგილობრივ დონეზე ყველა ინსტანციის გავლას. გასაჩივრების მიუხედავად, პროცესი მაინც გამამტყუნებელი განაჩენით დარსულდება. სტატისტიკა არანაირ იმედს არ გვაძლევს. ასეთი მოცემულობების პირობებში, ბრიტანელი ადვოკატი თვლის, რომ საჭირო და მიზანშეწონილია, პირდაპირ ევროსასამართლოსთვის მივმართოთ, მიუხდავად იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე ყველა სასამართლო ინსტანცია ჯერ არ ამოგვიწურავს. ბრიტანელი ადვოკატის ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მეც არაფერი მაქვს, რადგანაც იმ სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, რაც ჩვენს ხელთაა, ლოგიკა მის სასარგებლოდ მუშაობს. მეც გონივრულად მეჩვენება პირდაპირ ევროსასამართლოსთვის მიმართვა“.
არჩილ კბილაშვილი თქმით, ეს გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს, რომ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად სასამართლოს მაღალი ინსტანციები უარყოფილი იქნება. აპელაცია ადგილობრივ დონეზეც ჩვეულებრივი წესით განხორციელდება, პარალელურად კი დაიწყება მეორე პროცედურა - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის პირდაპირ ევროსასამართლოში გასარჩივრება.
სალომე აჩბა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

