კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიმონ პერესი მიხეილ სააკაშვილს დაკავებული ბიზნესმენების გათავისუფლებას სთხოვს

6 აპრილი, 2011

ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი მიხეილ სააკაშვილს დაკავებული ბიზნესმენების გათავისუფლების თხოვნით მიმართავს. ეს განცხადება ებრაულ გამოცემა „ედიოტ ახრონოტთან“ საუბრისას, ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის ქალიშვილებმა გააკეთეს.

„პრეზიდენტი შიმონ პერესი აპირებს თხოვოს ქართველ კოლეგას მათი გათავისუფლების შესახებ, არ ვიცით, შეიძლება მიმართა უკვე კიდეც - ჩვენ ველოდებით“, - აღნიშნეს დაკავებული ბიზნესმენების ქალიშვილებმა.

მათივე თქმით, ფრენკელსა და ფუქსს თვეში სამი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ, თუმცა ციხის ადმინისტრაცია ამ წესებს არ იცავს. მათივე ინფორმაციით, ფრენკელი ხშირად აგზავნის წერილებს ისრაელში, თუმცა ადრესატამდე მას საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი კითხულობს.
 
ბიზნესმენები 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 7-წლამდე, ხოლო ზეევ ფრენკელს 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები