კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საიტის შექმნაზე - kids.police.ge.

6 აპრილი, 2011

სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ვებგვერდი. საიტი, რომელიც განკუთვნილი იქნება 3-დან 13-წლამდე ბავშვებისთვის, უნდა იყოს შემეცნებით-საგანმანათლებლო, მომხმარებელთა რეგისტრაცია და ამ მომხმარებლის მონაცემების ინფორმაციის შენახვა ბავშვებისათვის მარტივი უნდა იყოს; ბავშვებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ნახატების ატვირთვა; უნდა ჰქონდეს დაწყებული თამაშის ან ანიმაციის შენახვის და შემდგომში გაგრძელების საშუალება; საიტს უნდა გააჩნდეს რამდენიმე დიზაინი ასაკის ჯგუფიდან გამომდინარე და უნდა იყოს რამდენიმე ენის არჩევის შესაძლებლობა; საწყის გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს სიახლეები პოლიციის მიერ ჩატარებული კონკურსებისა თუ რაიმე საბავშვო საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ, ბავშვთა უფლებების შესახებ და ბავშვებისთვის საინტერესო სხვა ინფორმაცია; საბავშვო ბლოკებში უნდა ჩაიდოს სასწავლო ონლაინ თამაშები, საგანმანათლებლო საბავშვო ანიმაციები და ტესტები. მაგ: მოძრაობის წესები; პოლიციის, სახანძრო, და სამაშველოს ფორმების გარჩევა; შუქნიშნების და მისი ფერების მნიშვნელობა; გზაზე გადასვლის წესები; მიწისქვეშა გადასასვლელებით და ხიდებით სარგებლობა; 022-ზე დარეკვა; საიტზე ყველა სახის ინფორმაცია მიწოდებული უნდა იყოს მარტივად და სახალისო ფორმით; კონკურსის მონაწილემ უნდა განსაზღვროს ბიუჯეტი და საიტის შექმნის დრო.

საკონკურსო კრიტერიუმებთან ერთად იქვე მითითებულია, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ვებგვერდების საბავშვო ვერსიები, მათ შორის აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს, იტალიური კარაბინერებისა და ფრანგული პოლიციის საბავშვო ვებგვერდები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები