„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის ინფორმაციით , 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების დროს დაკავებულ სოსო ჯანდიერს შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნანა კაკაბაძემ განუცხადა, სოსო ჯანდიერმა საქართველოს ციხეებში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური დევნის მოტივით ორი წელი და ერთი თვე გაატარა. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად თვლიდა და შვეიცარიისგან თავშესაფარი მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა.
ნანა კაკაბაძის ინფორმაციითვე, სოსო ჯანდიერი არცერთი პარტიის და ორგანიზაციის წევრი არ ყოფილა. იგი ქვეყანაში არსებულ უსამართლობას აპროტესტებდა და აქციებში რიგითი მოქალაქის სტატუსით მონაწილეობდა, რის გამოც უკანონოდ დააკავეს.
ინტერპრესნიუსი