კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალექსანდრე ხეთაგურის აზრით, „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ის „ინტერ რაო“-სთვის გადაცემა მომგებიანი გადაწყვეტილებაა

7 აპრილი, 2011

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ჰიდროელექტროსადგურების, "ხრამჰესი 1"-სა და "ხრამჰესი 2"-ის რუსულ კომპანია „ინტერ რაო“-სთვის გადაცემას მომგებიან გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ახალი ხელშეკრულება, რომელიც პირველ აპრილს გაფორმდა, რუსული კომპანიისთვის იქნება ერთგვარი სტიმული, რომ ჰესები უფრო მეტი დატვირთვით ამუშაონ, იზრუნონ მათ რეაბილიტაციაზე, გამოიმუშაონ უფრო მეტი ენერგია და, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტს უფრო მეტი სარგებელი მოუტანონ.

"2000 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით „ინტერ რაოს“ ჰესების 2025 წლამდე მართვის უფლება ისედაც ჰქონდა, რაც ფაქტობრივად იგივეა, რაც ამ ხნის განმავლობაში ჰესების მათ საკუთრებაში არსებობა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უფრო მომგებიანია „ინტერ რაო“ არა მმართველი, არამედ მფლობელი იყოს. ახალი ხელშეკრულებაც სწორედ ამიტომ გაფორმდა“, – აღნიშნა ხეთაგურმა.

1 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რუსული კომპანია „ინტერ რაო“ „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ის საფასურად 2011 წლის ნოემბრამდე ქართულ მხარეს 104 მლნ აშშ დოლარს გადმოურიცხავს.

გარდა ამისა, კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება მდინარე ხრამზე სამი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომლებიც ჯამში 90–100 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. ჰესების მშენებლობისთვის „ინტერ რაო“ 193 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. არსებული გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მინისტრის განცხადებით, ახალი ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვნად დააბალანსებს ელექტროენერგიის თანაბარ და ხარისხიან მიწოდებას როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. გარდა ამისა, დადებითად აისახება წყალმომარაგებაზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჰესების მშენებლობაზე ასობით ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები