კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოლაგის მოსახლეობას 10 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება

7 აპრილი, 2011

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგის მოსახლეობას 10 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ აბონენტებს 50-დან 220 ლარამდე დანამატები დააკისრა, რომლის გადაუხდელობის გამო კომპანიამ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის - ცენტრში განაცხადეს, რომ კოლაგის მოსახლეობა ცუდი გადამხდელია და ვიდრე დავალიანებას არ დაფარავენ, ელექტროენერგიის მიწოდება არ აღუდგებათ.

კოლაგის მაცხოვრებლების თქმით, ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციიდან დაემუქრნენ, რომ აქციის გამართვის შემთხვევაში ორგანიზატორებს დააკავებდნენ. ამ საკითხზე შს გურჯაანის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 27 ნოემბერს, გურჯაანის რაიონის ვაზისუბანში მცხოვრებმა 100-მდე ადამიანმა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვდა, რა დროსაც პოლიციამ აქციის სამი მონაწილე უკანონოდ დააკავა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები