13:23, Thursday, 21.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რატომ იღუპებიან დელფინები?

08.04.2011

ლელა დუმბაძე, გაზეთი „ბათუმელები“

ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის სანაპიროზე ზღვამ ასამდე მკვდარი დელფინი გამორიყა. ბოლო ფაქტი რამდენი დღის წინ დაფიქსირდა. დელფინების სიკვდილის მიზეზი მწვავე ვირისული დაავადებაა, რაც სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის დაბინძურებაზე მეტყველებს.

როგორ შეიძლება გადავარჩინოთ გადაშენების გზაზე მყოფი დელფინები  - ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელი -  არჩილ გუჩმანიძე საუბრობს.

- ბატონო არჩილ, თუ არსებობს სტატისტიკა, საშუალოდ რამდენი დელფინი იღუპება წლის განმავლობაში?

- ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ გასულ წელს ასეთი 66 შემთხვევა დაფიქსირდა, შარშანწინ კი - 19. წელსაც გამოირიყა მკვდარი დელფინები. ეს პროცესი ინტენსიურად მარტის თვეში იწყება და სექტემბრის ბოლომდე მიმდინარეობს.

- რა მიზეზები იწვევს დელფინების სიკვდილიანობას?

- არსებობს რამდენიმე მიზეზი. პირველი -  ეს არის სანავიგაციო ტრავმა, ბიოლოგიური სიკვდილი და სათევზე სამეურნეო ტრავმა, როცა დელფინი თევსაჭერ ბადეებში ეხვევა, ის 20 წუთის შემდეგ იღუპება, რადგან დელფინი ძუძუმწოვარია და ატმოსფერული ჰაერით სუნთქავს. ყველაზე სერიოზული მიზეზი კი დელფინების ვირუსით დაავადებაა.   საუბარია ზურგის ტვინის სტრეპტოკოკზე, ვირუსი გავრცელებულია მთელ შავიზღვისპირეთში და ეს არ არის ლოკალური მოვლენა. ჩვენ გვაქვს შავიზღვისპირეთის ქვეყნებთან კავშირი და, როგორც ვიცი, ეს ქვეყნები აწარმოებდნენ ვირუსის კვლევას, დელფინების მასობრივი სიკვდილის მიზეზი ვირუსია, რომლის მაპროვოცირებელია ზღვის დაბინძურება.

- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბათუმის ზღვაც ბინძურია და ადამიანების ჯანმრთელობისთვისაც საშიში?

- რა თქმა უნდა. ჩვენთან ზღვის წყალი იდეალურ მდგომარეობაში რომ იყოს, გამორიყვის შემთხვევები ერთეული იქნება. თუმცა, ვაი-გარემოსდამცველები ჯიუტად ცდილობენ საპირისპირო დაამტკიცონ. დელფინი თბილსისხლიანი ცხოველია, მისსა და ადამიანის ფიზიოლოგიას შორის ბევრი მსგავსებაა, ამიტომ ამ ვირუსით ადამიანების დაავადების ალბათობაც დიდია. მით უმეტეს, რომ ეს პროცესი გრძელდება მარტიდან სექტემბრამდე, ვეგეტაციის პერიოდში და მთლიანად ემთხვევა ტურისტულ სეზონს.

- რამდენად შესაძლებელია პრევენციული ზომების მიღება?

- ერთადერთი პრევენცია, რასაც შეიძლება მივმართოთ, ზღვის წყლის სისუფთავეზე ზრუნვაა. ზღვაში ვერ გავალთ და დელფინებს ვერ ვუმკურნალებთ, ეს აბსურდია, ამიტომ წყლის სისუფთავე უნდა იყოს მაღალი. ასევე, გამორიყვისას საჭიროა ოპერატიული რეაგირება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, სანდასუფთავებისგან, გარემოსდაცვის სამსახურებისგან. ჩვენ შევქმენით ეროვნული ქსელი, რომლის მეშვეობითაც ვიღებთ ინფორმაციას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოება, რადგან ადამიანების ჯანმრთელობას ეხება და ამაში უსაფრთოების სამსახურები უნდა იყვნენ ჩაბმულნი.

- გამორიყული დელფინები ლაბორატორიულად თუ გამოიკვლიეს და რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ამ ვირუსმა ადამიანებში?

- იგივე, რაც დელფინებში. ჩვენ გავკვეთეთ ისინი, პათანატომიურად დავათვალიერეთ. დაღუპვის მიზეზი იყო ვირუსი. უფრო ღრმად კვლევის კომპეტენცია ჩვენ არ გაგვაჩნია, ამაზე სპეციალურმა სამსახურებმა უნდა იფიქრონ.

- შავი ზღვის მდგომარეობა დელფინებს გადაშენების საფრთხეს ხომ არ უქმნის?

- ბუნებრივია, საფრთხე დიდია. დელფინების რიცხოვნობა საგრძნობლად კლებულობს. უკვე წითელ ნუსხაშია შეტანილი. მასზე ზრუნვა არა მხოლოდ საქართველოს, საერთაშორისო ორგანიზაციების მოვალეობაცაა, თუმცა რეალურად მათ ვერ ვიცავთ. იყო შემთხვევა, როცა ექვსი დელფინი ერთად გამოირიყა. ცოცხლები იყვნენ, მაგრამ კოორდინაცია ჰქონდათ დაკარგული. მათ მკურნალობას აზრი არა აქვს, რადგან დაავადება რადიკალურ ფორმებში მიმდინარეობს. იყო საუბარი იმაზე, რომ შექმნილიყო სარეაბილიტაციო ცენტრები, მაგრამ ამის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს. ყველაზე რეალური გამოსავალი ზღვის წყლის სისუფთავეზე ზრუნვაა, ამით დელფინებსაც ვუშველით და საკუთარ ჯანმრთელობასაც.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC