კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების მითვისებისათვის თურქი ბიზნესმენი დააკავა

8 აპრილი, 2011

მთავარი პროკურატორის ანტიკორუფციულმა დეპატრამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სესხების განკარგვის კანონიერების შესწავლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, „დორუკ ნათ ენდ ფუდ კომპანის“ დირექტორი იამან ჩაღათაი დააკავა.

ამ თემასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა ქაჩიბიამ და ამავე დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი კონდახაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც მათ განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ იამან ჩაღათაიმ 2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იაფი კრედიტის ფარგლებში მიიღო 1 მლნ 955 ათასი ლარი კონკრეტული დანიშნულებით, კერძოდ - ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად, სადაც დასაქმდებოდა საქართველოს 300-მდე მოქალაქე.

ნაცვლად ამისა, ჩაღათაიმ მიღებული თანხიდან ნახევარზე მეტი, დაახლოებით 1 მლნ 200 ათასი ლარი მიითვისა ისე, რომ არ შეუსრულებია არც ერთი სასესხო ვალდებულება, არც ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა ამუშავებულა და შესაბამისად, არც ახალი სამუშაო ადგილები შექმნილა.

იამან ჩაღათაის ბრალი ედება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ასევე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებასა და საბაჟო დოკუმენტაციის გაყალბებაში.

აღნიშნული გათვალიწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 208-ე მუხლების მეორე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვე პუნქტით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თურქ ბიზნესმენს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები