კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი - არცერთ ქალაქში ფიზიკური გარემო არ აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მინიმალურ საჭიროებებს

11 აპრილი, 2011

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გარემოს ადაპტირებას ითხოვს. ომბუდსმენის განცხადებით, გარემოს ხელმისაწვდომობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას.

„სიტუაციის ანალიზის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ცენტრის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია რამდენიმე რეგიონული ცენტრიდან (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი, გორი, თელავი, ახალქალაქი, რუსთავი). მიღებული პასუხების მიხედვით ირკვევა, რომ არცერთ ქალაქში ფიზიკური გარემო არ აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მინიმალურ საჭიროებებს. შენობა - ნაგებობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეთა ბილიკები და ქუჩებზე გადასასვლელები არ არის ადაპტირებული. ქალაქ თელავში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხმოვანი შუქნიშნები არ არის დამონტაჟებული, ხოლო ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის თელავის ტროტუარები მრავალ ადგილას არ არის ადაპტირებული“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ გარემოს ადაპტირების მიზნით, კონკრეტული და ქმედითი ღონისძიებების დასაგეგმად საქართველოს უმეტეს ქალაქებში მუშაობა არ მიმდინარეობს.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განახორციელონ ფიზიკური გარემოს ადაპტირება მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობის სრულად უზრუნველსაყოფად.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები