კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა გაიზარდა

11 აპრილი, 2011

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა გაიზარდა. მისი თქმით, ქალებზე ძალადობის ფაქტები, ქმრების გარდა დედამთილ - მამამთილის მხრიდანაც ხშირია.

„ქალებზე არა მარტო ქმრები, არამედ დედამთილ - მამამთილიც ძალადობენ. ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად სხეულზეც აღენიშნებათ ხოლმე დალურჯებები და ძალადობის სხვა ნიშნები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა ჩვენთან ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობამ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქალები ჭარბობენ. ყოველდღიურად დაახლოებით 4-5 ადამიანი გვაკითხავს. არის ხოლმე მკვლელობის მცდელობის, სხეულის დაზიანების და სხვა შემთხვევები“, - აღნიშნა მარეხ მგალობლიშვილმა.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ოჯახური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთში გამოვლინდა. რეგიონში გამოკითხული ადამიანების 92% ოჯახში ძალადობას, 86% კი ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67% ოჯახის წევრისგან მუდმივად ელის თავდასხმას, მათი 63% ქმარმა გააუპატიურა; 29% კი ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები