კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო კალანდაძე: „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ნაწილს ქართული მხარე არ ეთანხმება“

11 აპრილი, 2011

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სხვა ქვეყნების შეფასებებს თუ გავეცნობით, საქართველოსთან მიმართებაში ეს დახასიათება უდავოდ ძალიან პროგრესულია“. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიში ასახავს იმ პროგრესს, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება, თუმცა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიშის ნაწილს ქართული მხარე არ ეთანხმება.

„ჩვენთვის ყველა ანგარიში, რომელსაც ჩვენი მეგობრები რეკომენდაციის სახით გვიწევენ, საყურადღებოა. ქართული მხარე მიესალმება ნებისმიერ კვალიფიციურ ანგარიშს განურჩევლად იმისა, რა საკითხებს შეეხება ეს ანგარიში. ეს ანგარიში შეიცავს ასახვას იმ პროგრესისა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა და მიესალმება იმ პროგრესს, რომელიც ხორციელდება გასული წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალანდაძემ. მისივე თქმით, მისაღებია ასევე ის კრიტიკაც, რომელიც ანგარიშშია ასახული.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მკაფიოდ არის ხაზგასმული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ საკითხთან მიმართებაში აშშ-სა და საქართველოს პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა.

„ეს ეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ საკითხს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ჩართულობა უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში გაცილებით კრიტიკული ანგარიში წარმოადგინა.

„თუ გაეცნობით სხვა ქვეყნების შეფასებებს, მე თავს შევიკავებ ამ ქვეყნების დასახელებისაგან, საქართველოსთან მიმართებაში ეს დახასიათება უდავოდ ძალიან პროგრესულია“, - განაცხადა კალანდაძემ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფელებების მდგომარეობის შესახებ 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ირღვეოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის პატიმრების, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები. პრობლემათა შორის ასევე დასახელებულია კანონის შერჩევითი გამოყენება, მედიაზე ზეწოლა, მთავრობაში მაღალი თანამდებობის პირების კურუფცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უმთავრესად ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები