კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

50 თანამშრომელი დაითხოვეს, სამსახურის ხელმძღვანელი კი ახალ თანამდებობაზე დანიშნეს

11 აპრილი, 2011

5 აპრილს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვეს. ყველა მათგანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათ შორის იყო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩუკი ჩხეიძე, რომელიც თანამდებობის დატოვებიდან ერთ დღეში ახალ თანამდებობაზე დანიშნეს - ის უკვე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეა.

ამჟამად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე ვაჟა დიასამიძე ასრულებს. მისი განცხადებით, თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზი არაეფექტური მუშაობა იყო. ხოლო ბაჩუკი ჩხეიძე თანამდებობის დატოვების მიზეზად რეორგანიზაციას ასახელებს.

კომენტარისგან თავს იკავებენ გათავისუფლებული თანამშრომლები. კომენტარს არც აჭარის მთავრობაში აკეთებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპატრამენტში 50 თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლებას აპროტესტებს და მოითხოვს, საჯაროდ გაკეთდეს დეტალური განმარტებები გაკეთება, ვინ შეაფასა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომლების უხარისხოდ მუშაობა და რა კრიტერიუმებით გამოვლინდა სწორედ ის ადამიანები, ვისაც შემდგომ განცხადებები დააწერინეს. ასევე კონკრეტულად რაში გამოიხატება ამ ადამიანების უხარისხო მუშაობა და რას ნიშნავს „გადახალისება“.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აჭარის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ყოველთვის წარმატებულ დაწესებულებად ასახელებდა. 5 აპრილს კი დეპარტამენტის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებით ორი რამ იკვეთება: ან აჭარის მთავრობა ცდებოდა, ანდა გვატყუებდა _ იცოდა, რომ ეს სამსახური ვერ მუშაობდა და მაინც აქამდე რეაგირებას არავინ ახდენდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების შევსება ერთ კვირაში დაიწყება.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები