კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანდრო ბრეგაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

12 აპრილი, 2011
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძე საპროცესო გარიგების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასამართლოდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ალექსანდრე ბრეგაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც პირობითად ჩაეთვალა და გამოსაცდელ ვადად 6 წელი დაუდგინდა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 

ალექსანდრე ბრეგაძე სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

ბრეგაძეს, ბრალად ედებოდა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა ბრეგაძის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, პროკურატურასა და ბრალდებულს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. ა. ბრეგაძემ თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები