კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალური უსამართლობის მსხვერპლი

13 აპრილი, 2011

13 წლის ფიქრია ძამიაშვილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა პედიატრიული კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მეოთხე დღეა ბავშვი უგონოდ არის და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. გოგონას დედა ნინო ძამიაშვილი ამბობს, რომ ოჯახს ძალიან უჭირს და ბავშვისთვის წამლის ყიდვა ვერ შეძლო, რის გამოც ფიქრიას კრუნჩხვები დაემართა. სიღატაკის მიუხედავად ძამიაშვილები სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ და არც სამედიცინო დაზღვევის პოლისი აქვთ. ნინო ძამიაშვილის თქმით, საავადმყოფოს ადმინისტრაცია მას თანხის გადახდას სთხოვს, რომელიც არ აქვს და იძულებულია გოგონა აპარატიდან გამორთოს.

ფიქრია ძამიაშვილი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. ექიმი - ნევროპათოლოგი ნაირა შუშტაკაშვილი აცხადებს, რომ გოგონა სისტემატურად ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას საჭიროებდა, რაც ოჯახმა ვერ შეძლო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის გაყოფილების უფროსის ზურაბ ზურაბაშვილის თქმით, სარეიტინგო ქულას კომპიუტერი ითვლის. „რამდენჯერმე შემოწმდა ეგ ოჯახი, მაგრამ დახმარება არ დაენიშნა, მაღალი სარეიტინგო ქულის მიღების გამო. შეუძლია კიდევ მოგვმართოს. ერთი წელი უკვე გავიდან ბოლო შემოწმებიდან და კიდევ შევამოწმებთ“, - განუცხადა ზურაბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ძამიაშვილების საქმით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ დაინტერესდა, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, კახეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ადვოკატირებას ახორციელებს. ორგანიზაციის იურისტები დღესვე შეისწავლიან ნინო ძამიაშვილის ოჯახის სოციალურ - ეკონომიკურ პირობებს და მას სოციალური დახმარების დანიშვნის მიზნით, სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები