კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მოცულობით საქართველო მერვე ადგილზეა

13 აპრილი, 2011

ბიუჯეტის სრულ მოცულობასთან მიმართებაში თავდაცვისუნარიანობაზე დახარჯული თანხით, საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილზეა . ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუსლენდი“ შვედეთის მშვიდობის შემსწავლელ ინსტიტუტ SIPRI-ის 2010 წლის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ნიუსლენდი“ წერს, რომ თავდაცვისუნარიანობაზე დახარჯული თანხის ბიუჯეტის სრულ მოცულობასთან მიმართებაში პირველ ადგილზე აშშ-ია, მეორეზე - ჩინეთი, მას კი დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი მოჰყვება.

მსოფლიო საზოგადოებამ 2010 წელს სამხედრო ხარჯები 1.6 ტრილიონ დოლარამდე შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, 2010 წელს მსოფლიოს მასშტაბით შეიარაღებაზე 2009 წელთან შედარებით, 1.3%-ით მეტი ფული დაიხარჯა, თუმცა გაცილებით ჩამორჩება წინა წლებში დახარჯული თანხის რაოდენობას. ექსპერტები სამხედრო შეიარაღებაზე თანხების შემცირებას ფინანსური კრიზისით ხსნიან.

სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტი დამოუკიდებელი დაწესებულებაა, რომელიც შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებს იკვლევს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები