კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო სამართლის ბორბალი ნელა ბრუნავს

13 აპრილი, 2011

გასულ კვირას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა ინებეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსა და ორ ქვეყანას შორის იმ დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს უკავშირდება.

პროცესის შედეგი რუსეთისთვის მოკრძალებული გამარჯვებაა: სასამართლომ საკითხი განხილვის ღირსადაც კი არ მიიჩნია, რადგან დაასკვნა რომ ადგილი აქვს იურისდიქციის დეფიციტს.

ორივე ქვეყანამ  უშველებელი საკანონმდებლო თოფები მოიმარჯვა, რათა სასამართლოში ერთმანეთს შებრძოლებოდნენ და გადაწყვეტილებას ახლა მთელს მსოფლიოში იურისპრუდენციის სწავლულები მიკროსკოპის ქვეშ სწავლობენ (და უეჭველია იმ იურიდიული ჟურნალებისთვის წერენ სტატიებს, რომელთაც ცოტა ვინმე თუ კითხულობს), მაგრამ მსოფლიო მედიამ განაჩენი თითქმის არ შეიმჩნია. ნაწილობრივ ეს საკითხის სირთულის გამო მოხდა. რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის 22-ე მუხლი – მთავარი პუნქტი ამ საქმეში – ნაკლებად იძლევა დახვეწილი ანალიზის საშუალებას, მაგრამ ყურადღების ნაკლებობა იმითაც აიხსნება, რომ სასამართლოს სამი წელი დასჭირდა იმ გადაწყვეტილების გამოსატანად, რომელმაც ძირითადი დავაც კი ვერ გადაწყვიტა. რუსულ-ქართული კონფლიქტი მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის უკვე ძველი ამბავია.

მთავარი სამართლებრივი საერთაშორისო ინსტიტუტების კუს ნაბიჯები მათი ეფექტურობისა და რელევანტურობისთვის ძალიან დიდი ხარვეზია. ბოსნიამ სერბეთის წინააღმდეგ გენოციდის გამო სარჩელი 1993 წელს შეიტანა, როდესაც სარაევო საარტილერიო და სნაიპერების ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდა.  საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ 2007 წლის თებერვალში მიიღო – ამ დროს უკვე ათ წელზე მეტი იყო გასული დეიტონის საზავო შეთანხმების დადებისა და კონფლიქტის დასრულების შემდეგ. სამწუხაროდ იგივე ხდება საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში, სადაც პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადაგან არაერთხელ დაიწყო და გაგრძელდა,  სხვადასხვა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.

მოსამართლეებს რაღა თქმა უნდა, კანონთან მიმართებაში ვალდებულებები აკისრიათ და არ შეიძლება მათ ის მოვთხოვოთ, რომ გადაწყვეტილებები საზოგადოების მაქსიმალურ ყურადღებასა და ინტერესს დაამთხვიონ, მაგრამ თუ მათ, ვისაც გავლენა აქვს მსოფლიოს სამართლებრივ მოწყობაზე ვერ გამონახეს ამ პროცესების დაჩქარების საშუალება, ფრთხილად გამოტანილი და უნაკლო გადაწყვეტილებების რელევანტურობა შეზღუდული იქნება.

დევიდ ბოსკო, Foreign Policy

foreignpress.ge-ს თარგმანი: http://foreignpress.ge/?p=17012 

ორიგინალი:

ახალი ამბები