კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენერგოჰესების გასხვისება – საფრთხე თუ ახალი პოლიტიკის ნაწილი?!

14 აპრილი, 2011

სოფო გეწაძე

2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჰესები „ხრამჰესი 1” და „ხრამჰესი 2“ რუსულ კომპანიას მფლობელობაში გადაეცა. გაფორმებული მემორანდურმის თანახმად, ენერგოსადგურების საფასურად ქართული მხარე 2011 წლის ნოემბრამდე 104 მლნ აშშ დოლარს მიიღებს, „ინტერ რაოს“ კი ჰესები საკუთრებაში 2025 წლამდე ექნება.

უფრო ადრე (2000 წელს) გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსულ კომპანიას 2025 წლამდე მხოლოდ ამ ჰესების მართვის უფლება ჰქონდა.

ქართული ჰესების რუსული კომპანიისთვის გადაცემას ექსპერტთა წრეებში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართველ ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

როგორც ეკონომიკის ექსპერტი, რესპუბლიკური პარტიის წევრი გია ხუხაშვილი  „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს გარიგება ქართული მხარისთვის საფრთხის შემცველია: „შენ ხდები შენს მიერ გამოცხადებულ მტერზე დამოკიდებული. ენერგეტიკა ეს არ არის წმინდა ეკონომიკა და წმინდა ბიზნესი. ამავე დროს ეს არის პოლიტიკა. ჩვენ კი სულ უფრო და უფრო ინტეგრირებული ვხდებით რუსულ სივრცეში. ასეთი ხელშეკრულებით ფართო სოციალურ ბერკეტს აბარებენ მტერს ხელში, რომელიც ნებისმიერ საჭირო მომენტში ამ ბერკეტს გამოიყენებს. ყველასთვის ცნობილია, რომ „ინტერ რაოს“ ბიზნესმენები  არ მართავენ. იგი კრემლიდან იმართება და ამ ენერგეტიკულ ბერკეტს როდის და როგორ გამოიყენებს, არაერთი ვარიანტი არსებობს“.

რაც შეეხება მფლობელობის საკითხს, ექსპერტი განმარტავს, რომ  ენერგეტიკაში მფლობელობას დიდი მნიშნელობა არა აქვს. აქ მნიშვნელოვანია, ვინ აკოტროლებს, ვინ მართავს მას და არა ის, ვინ არის მესაკუთრე: „ენერგოჰესების მმართველს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ქართულ სახელმწიფოში, მოცემულ მომენტში, აქვს პრეზიდენტს, მასაც 4 წლითა აქვს გადაცემული მმართველობა, მაგრამ ამ 4 წელიწადშიც შეიძლება ბევრი რამის გაკეთება, ისევე როგორც გაფუჭება“.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ სოსოს ცისკარიშვილს. ცისკარიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ზოგადად ქართული ჰესების რუსული კომპანიისათვის  საკუთრებაში გადაცემა ნეგატიური მოვლენა არაა. თუმცა, მისსივე თქმით, არ შეიძლება, სპორტსმენს და მომღერალს აუკრძალო ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც შედიხარ გაუმჭვირვალ გარიგებებეში: „ჩვენს ქვეყანას არა აქვს საკმარისი შესაძლებლობები და უნარი, დამოუკიდებლად აწარმოოს საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი. ამ უნარების მოძიებას იგი ენერგოდიქტატის ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებთან აბალანსებს. თუ ეს ახალი პოლიტიკაა, მას აქვს პერსპექტივა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გახლავთ იგივე პოლიტიკის გაგრძელება, რისი მომსწრეებიც ჩვენ 2004 წლიდან ვართ - როცა ყველგვარი განსჯის გარეშე მხოლოდ ერთეულთა ახირებით ხდება ასეთი გასხვისებები“.

გარდა მფლობელობაში გადაცემის ხელშეკრულებისა, კომპანია „ინტერ რაოსთან“  მდ. ხრამზე სამი ახალი ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობის შესახებაც გაფორმდა ხელშეკრულება. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსულმა კომპანიამ 90-100 მეგავატი სიმძლავრის ჰესები 2015 წლამდე უნდა ააშენოს. 

ამ ნაწილში ექსპერტები გარიგებას პესიმისტურად აფასებენ. ხუხაშვილის აზრით, „ამ ინვესტიციის ჩადება წყალზე თითით ნაწერი. მსგავსი დაპირება ბევრი მინახავს, მაგრამ ინვესტიცია არა მხოლოდ რუსებისგან, არამედ სხვებისგანაც არ ჩანს“.

იგივე აზრზეა სოსო ცისკარიშვილიც: „გაუმჭვირვალი გარიგებები ხელისუფლების ჩვეული პრაქტიკაა საქართველოში. ამიტომ დაველოდოთ შედეგს - ვინ როდის და რამდენს განახორციელებს“.

მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში, გაჟღერებული თანხა ან ნახევრდება ან უფრო მეტად მცირდება.

ახალი ამბები