კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალში საპროტესტო აქცია დაშალეს

18 აპრილი, 2011

ცხინვალში საპროტესტო აქცია დაშალეს. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი აუშენებელი სახლების სანაცვლოდ ფულის გადახდას მოითხოვდა.

ერთ-ერთი მონაწილის, ლიანა თედეევის თქმით, მომიტინგეებს თავდაპირველად მილიციელებმა წრე შემოარტყეს, შემდეგ კი ადგილზე სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ.

„ჩვენ ის ახალგაზრდები დაგვესხნენ თავს, რომლებიც ინარა გაბარაევას ემუქრებოდნენ. ისე გვაგინებდნენ, მანამდე ასეთი სიტყვები არსად გამიგია. უფლებადამცველ ბესარიონ ოსეევს წიხლებით სცემეს. დააპირეს, ჩემთვისაც დაერტყათ, მაგრამ ქალებმა დამიცვეს“, - განაცხადა თედეევამ.

მიტინგი გასულ შაბათს 11:00 საათზე დაიწყო; იგეგმებოდა, რომ მიტინგები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა. საპროტესტო აქციაში მხოლოდ 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან უმეტესობა ქალები იყვნენ.

უფლებადამცველ ინარა გაბარაევას მიმართ დე-დაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მუქარის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირაში გავრცელდა. გაბარაევას სამი მამაკაცი დაემუქრა და საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა.

ცხინვალში აღდგენითი სამუშაოების ნელი ტემპი რამდენიმე საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა. სამშენებლო სამუშაოებისთვის მოსკოვმა ცხინვალის რეჟიმს 2008-2009 წლებში 10 მილიარდი რუბლი, წელს კი 6 მილიარდ 810 მილიონი რუბლი გამოუყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები